ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მომღერალი ბიონსე 100 კგ-ს იწონიდა, რამაც ის დეპრესიამდე მიიყვანა, საბოლოოდ კი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მან წონაში დაკლება მოახერხა.
ამის შესახებ თავად მომღერალი ყვება.
ბიონსეს თქმით, დიეტა, რომელიც მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით შედგებოდა, მისმა მეგობარმა, ფიზიოლოგმა და მწვრთნელმა – მარკო ბორხესმა შექმნა. 44-დღიან დიეტაში არ შედის ხორცი.
მომღერალი, ამჟამად, 80 კგ-ს იწონის და ის ვარჯიშს აგრძელებს.