ბრიტანელი მომღერალი ადელი, პირველად ყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო 45 კილოგრამი. მისი თქმით ეს შედეგი მან ვარჯიშით მიიღო.
ბრიტანული „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადელი ამბობს, რომ კარანტინის პერიოდში კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა – დილას ვარჯიშით იწყებს, შუადღეს სეირნობს ან ბოქსით კავდება, საღამოს კი კარდიო ვარჯიშებს უთმობს. სახლის ვარჯიშების გარდა, ადელი ფიტნესდარბაზებსაც ხშირად სტუმრობს.
როგორც ადელი აღნიშნავს, ვარჯიში არა იმდენად წონის კლების, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დაიწყო: „ვარჯიშის დაწყების უპირველესი მიზეზი ჩემი შფოთვა იყო, ვარჯიშის დროს თავს უკეთესად ვგრძნობდი…“ ასევე, ამატებს: „თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ“.
გავრცელებულ ინფორმაციას რომ მან წონაში Sirtfood დიეტით დაიკლო არ ადასტურებს.