როგორ დავიძინოთ 1 წუთში

 

პორტალი adme.ru ერთ საინტერესო რჩევას აქვეყნებს, რომელიც, ძირითადად, უძილობით დაავადებული ადამიანებისთვის არის გათვლილი. მეთოდს პირობითად „4-7-8“ ჰქვია.
იმისათვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, ძილის წინ შემდეგი ვარჯიშის ჩატარება აუცილებელია.
1. 4 წამის განმავლობაში ცხვირით ჩასუნთქვა;  2. 7 წამით სუნთქვის შეჩერება; 3. 8 წამის განმავლობაში პირით ამოსუნთქვა.
საქმე ისაა, რომ ეს ვარჯიში გულისცემის რიტმს ანელებს და ადამიანს აწყნარებს. გულისცემის შენელება კი ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას იწვევს და საბოლოოდ ადამიანი იძინებს. სპეციალისტების თქმით, აღნიშნული სისტემა სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის და მას დიდი ხანია ინდოელი იოგები იყენებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები