ზაფხულის დადგომასთან ერთად კოღოების სეზონი იწყება. არსებობს მრავალი სამედიცინო საშუალება მოსკიტების წინააღმდეგ, თუმცა მათი უმეტესობა ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წამოადგენს.
ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ბუნებრივი მცენარეები, რომელთა დახმარებით ჩვენ ზაფხულს კოღოების გარეშე გავატარებთ. ასე მაგალითად, პიტნას და ბალზამს აქვს ეთერზეთების სუნი და ისინი კოღოებს აფთხობენ. თქვენ შეგიძლიათ ამ მცენარეების ფოთლებით კანი დაიზილოთ და კოღოები აღარ შეგეხებინ.
კოღოებს უბრალო ტომატებიც აფრთხობენ. ამ მცენარეს ქოთანში თუ დარგავთ, შეგიძლიათ პომიდორიც მიირთვათ მოსავლის დროს. ძალზე ეფექტიანია უბრალო ნიორი, ის სახლში კერძების მომზადებაშიც გამოგადგებათ. კარგად აფრთხობს მოსკიტებს ლავანდა, ის ეფექტიანია ჩრჩილის წინააღმდეგაც. მაგრამე ერთი ნაკლი აქვს – კოღოების ნაცვლად შეიძლება ფუტკრები მოფრინდნენ. კოღოებს კაკალიც აფრთხობს.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები