როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა?

ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის საგულისხმო რჩევები, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
1. რაც შეიძლება მეტად იურთიერთეთ ადამიანებთან. ნაცნობებთან, უცნობებთან….წესად გაიხადეთ, გარეთ გასვლის დროს 3 უცნობს უთხრათ კომპლიმენტი, 3 უცნობს დაუსვათ კითხვა და 3 უცნობს უმიზეზოთ გაუღიმოთ;
2. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას და ჩაცმულობას – იზრუნეთ მასზე… არ დაიზაროთ იმ მოქმედებების კეთება, რომელთა წყალობითაც, სარკეში ჩახედვა სიამოვნებას მოგგვრით. დილა-საღამოს მიიღეთ შხაპი – და, საერთოდ…იმისათვის, რომ სააბაზანოში აღმოჩნდეთ, სულაც არ არის აუცილებელი გაჭუჭყიანდეთ;
3. არასოდეს შეადაროთ თავი სხვა ადამიანებს… არც თქვენზე წარმატებულებს, არც თქვენზე წარუმატებლებს. თუ წარმატებულებს შეედრებით, თავს დაითრგუნავთ…თუ წარუმატებლებს – წინსვლის სურვილი დაგეკარგებთ;
4. ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი – თუნდაც გონებაში. ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ 3 მიზეზი, რის გამოც შექების ღირსი ხართ….
5. დაისახეთ საკუთარი იდეალი – ანუ საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი და ყოველდღიურად გადადგით თუნდაც პატარა ნაბიჯი მისკენ;
6. ხშირად გადაიღეთ ფოტო-სურათები. იპოზიორეთ….და იპოვნეთ, მოძებნეთ ის რაკურსი, საიდანაც უკეთესად „გამოდიხართ ფოტოებზე“. პოზირებისას რამდენიმეჯერ გამოიცვალეთ ტანისამოსი, აქსესუარები…
7. შეიძინეთ ახალი ნივთები და ისწავლეთ ძველი ნივთების გადაყრა-გაჩუქება. აუცილებელი არ არის, ყველაფრის ერთად შეძენა გადაწყვიტოთ და ფული რომ არ გეყოფათ, ცუდ გუნებაზე დადგეთ…. დაიწყეთ მცირედით;
8. ხშირად იარეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე – კაფეში, კინოში, თეატრში… სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რატომ უნდა წავიდნენ კაფეში, როცა ყავა სახლშიც აქვთ – ნუ გაიზიარებთ ასეთი ადამიანების აზრებს….იყავით ახალგაზრდული;
9. ცხოვრების ყველა ეტაპზე, იპოვეთ რაიმე, რისი შესწავლითაც დაკავდებით – უცხო ენა, ახალი კერძის მომზადება, ხელნაკეთი ნივთის შექმნა და ა.შ;
10. დაიმახსოვრეთ – საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ყველაზე მეტად თქვენივე თავს სჭირდებით… როგორც თავს გრძნობთ – ისე ხდება ირგვლივ ყველაფერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები