როგორ დავაჩქაროთ წამწამების ზრდა

წამწამები სახის მნიშვნელოვანი დეტალია. ის იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას. ზოგჯერ ლამაზი წამწამები ცვლის გარეგნობას, ხოლო მათი ჩრდილი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს მზერას.
წამწამებისა და წარბების მოვლა თვალების დაბანით იწყება. ეს სუფთად დაბანილი ხელებით უნდა გააკეთოთ. თუ ღამით ქუთუთოების კიდეებსა და თვალის კუთხეში გამონაყოფი გროვდება, თვალები ბორის მჟავას თბილი ხსნარით ან გვირილის ნაყენით უნდა დაიბანოთ (1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი).
წამწამებზე რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის წასმა. წამწამებისთვის განკუთვნილი სუფთა ჯაგრისი აბუსალათინის ზეთში ჩაუშვით, ამოიღეთ, დააცადეთ ჩამოწრეტა და ფრთხილად, გულდასმით დაივარცხნეთ წამწამწები. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, წამწამების ზრდა დაჩქარდება, მათ ელვარება და ბრწყინვალება შეემატება და უფრო გამუქდება კიდეც. წარბებზე რეკომენდებულია წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, რომელიც ასეთი შემადგენლობისაა:
• 1/2 ჩაის კოვზი სელის ზეთი;
• 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი;
• 1-2 წვეთი ქაფურის ზეთი.
ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის ყოველდღიური წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს მათ ცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან. ზრდის გასაძლიერებლად წარბებსა და წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ, პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში დოლბანდით დაიმაგრეთ.

ქუთუთოებისა და წამწამების დაცვა

ბევრს აწუხებს ქუთუთოს კიდეების სიწითლე. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ძლიერი ქარით, მტვრით, მზის მკვეთრი სხივებით, ძალიან ძლიერ ან, პირიქით, სუსტ განათებაზე მუშაობით, თითებით, ცხვირსახოცით ქუთუთოების ძლიერ მოწმენდით. ქუთუთოების ხანგრძლივი გაწითლება შესაძლოა წამწამწების გათხელების, გამოფიტვის და სწრაფი ცვენის მიზეზად იქცეს. ქუთუთოების სიწითლის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გაზაფხულზე და ზაფხულში სპეციალური დამცავი სათვალის ტარება, ბორის მჟავას, მაგარი ჩაის ან გვირილის ხსნარით თვალების დაბანა. უფრო უკეთესია ამ ხსნარებში დასველებული საფენების გამოყენება. ზოგადმატონიზებელი რეჟიმის დაცვა.

 

წყარო: www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები