როგორ გახდნენ კარდაშიანები მილიონრები

ამერიკული რეალური შოუ – “კარდაშიანების ოჯახი” მე-16 სეზონს იწყებს და ისევ დემონსტრირდება ოჯახური კონფლიქტები, ასევე, პოპულარიზებას გაუწევენ თავიანთ პროდუქციას.

პირველად, შოუ ეთერში 12 წლის წინ გავიდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ამის შესახებ BBC წერს.

დებს სოციალურ ქსელში, ჯამურად, 537 მილიონი გამომწერი ჰყავთ და მათ იციან, როგორ იშოვონ ამით ფული.

ტელეშოუს პირველი ეპიზოდის ბოლო ნაწილში ქლოე კარდაშიანმა თავისი კომპანიის ჯინსების დემონსტრირება მოახდინა, ხოლო კიმი და კაილი სუნამოების წარმოებაში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ამის პარალელურად, კორტნი კარდაშიანი საკუთარ ბლოგ “Poosh”-ს ქმნის, სადაც ქალის სხეული სრული სილამაზით არის წარმოდგენილი. ბლოგის გაშვება Instagram-ზე დაანონსდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები