როგორ გაჩნდა ცრურწმენა გატეხილი სარკის შესახებ და რატომ არის ის ასეთი პოპულარული

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი მოვლენის ახსნა მეცნიერულად არის შესაძლებელი, ცრურწმენები მაიც არ კარგავს საკუთარ პოზიციებს. ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია – ყველა ქვეყანაში ცალკე ენციკლოპედია შეიქმნებოდა ცრურწმენების შესახებ, მაგრამ მათ შორის არის ბევრი უნივერსალურიც, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ცრურწმენაა იმის შესახებ, რომ გატეხილ სარკეს უბედურება მოაქვს.

ცრურწმენა, რომელიც სარკესთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი ყველაზე ძველია. მის წარმოშობას 2,5 ათასწლეულია, აკვირდებიან. ჯერ კიდევ ძველ რომაელებსა და ბერძნებს სწამდათ, რომ ადამიანი, რომელიც სარკეს გატეხავდა, 7 წელი უბედური იქნებოდა. ანტიკურ მსოფლიოში სარკე მისტიკურ საგნად ითვლებოდა, რომელიც ადამიანთა სამყაროს სულებთან აკავშირებდა. სარკის ანარეკლს მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მასი დაზიანებით ადამიანის ვნებაც შესაძლებელი იყო.

ჯერ კიდევ სარკის შექმნამდე ბერძნები თვლიდნენ, რომ ადამიანის ანარეკლი წყალში მის სულს აშიშვლებდა და მაგიისთვის ხელმისაწვდომს ხდიდა. რომაელები სარკეს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი მეშვეობით ღმერთები ადამიანთა ცხოვრებას ადევნებდნენ თვალყურს. ამიტომ, ითვლებოდა, რომ სარკე მხოლოდ ადამიანს კი არა, ზეციურ ძალებსაც ეკუთვნოდათ და სარკის დაზიანება ღმერთების განრისხებას ნიშნავდა.

ქრისტესშობიდან მე-3 საუკუნეში დაიწყო სარკეების შუშისგან შექმნა და, ამიტომ, მათი გატეხვა გაცილებით ხშირი იყო. მაგრამ რომაელებს სწამდათ, რომ წარუმატებლობა სამუდამო ვერ იქნებოდა, მას შემდეგაც კი, რაც სარკე გატყდებოდა, ვინაიდან, მათი აღქმით, ადამიანი 7 წელიწადში სრულიად ახლდებოდა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ეს შედარებით ამშვიდებდა რომის მოქალაქეებს, რომელთაც შანსი ჰქონდათ, უბედობა რამდენიმე წელში გამოესწორებინათ.

ცრურწმენამ სარკის შესახებ ჩვენამდეც მოაღწია. მეცნიერების თქმით, ასე იმიტომ მოხდა, რომ ეს სულაც არ არის უსარგებლო და სულელური რწმენა, ვინაიდან უბედურების შიში სარკესთან მაქსიმალურ სიფრთხილის გამოჩენას იწვევს. სარკე ათსწლეულების მანძილზე ძალიან ძვირფასი ნივთი იყო, ხოლო ადამიანები, როგორც ცნობილია, ძალიან იმპულსურები არიან.

ძნელი სათქმელია, რამდენი სარკე გადაურჩა გატეხვას მხოლოდ იმის გამო, რომ პატრონს მისი ხელში აღების ეშინოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები