აშშ-ში სატვირთო გადაზიდვის დროს დიდი ოდენობის ნიკოტინის პროდუქტი გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ნიკოტიანის შემცველი პაკეტების დიდ პარტიას გადაჰქონდა, კალიფორნიიდან კენტუკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ტვირთში დაახლოებით 378 000 ქილა ლიმიტირებული სერიის პროდუქტი იყო, რომლის საერთო ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს.
მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სატვირთო ავტომობილი თავდაპირველად ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მისი ადგილმდებარეობის სიგნალი მოულოდნელად გაქრა. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ავტომობილის მდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა განზრახ იყოს შეცვლილი ან გათიშული.
კომპანიის ინფორმაციით, ტვირთის მიღებისას მძღოლმა დოკუმენტები წარადგინა, რომლებიც თავდაპირველად ნამდვილს ჰგავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ყალბი იყო. ამ ეტაპზე მძღოლის ნამდვილი ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო დაკარგული ტვირთი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
კომპანიამ დამნაშავეთა დასადგენად ეროვნული ძებნა დაიწყო და იმ პირისთვის, ვინც გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის, 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.