როგორ გამოიყურებოდა 3700 წლის წინ მცხოვრები 18 წლის გოგონა (ვიდეო)

არქოლოგებმა 18 წლის გოგონას სახე აღადგინეს, რომელიც ჩრდილოეთ შოტლანდიაში 3700 წლის წინ ცხოვრობდა. გოგონას ნეშტი მეცნიერებმა 1987 წელს აღმოაჩინეს და მას ევა უწოდეს. ახლა კი მისი თავისქალის ორგანზომილებიანი მოდელი შექმნეს და აღნიშნეს, რომ მისმა თავისქალამ უჩვეულო დეფორმირება განიცადა, თითქოს გარკვეული ფორმის მისაღებად გოგონას თავი რაღაცით მჭიდროდ იყო გადახვეული. ახალგაზრდა ქალი ჩვ.წ.-მდე. 2500 წ. არსებული კულტურის ხალხს ეკუთვნოდა, რომელთა თავის ქალები მობრტყელებული ფორმით გამოირჩევა. „რეკონსტრუქცია იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ძველი დროის ადამიანები რეალურ პიროვნებებს წარმოადგენდნენ და არა მხოლოდ ძვლებისა და ნივთების ნაკრებს, რომელსაც ახლა სხვადსახვა სამარხებში ვპოულობთ. ეს ცოცხალი ადამიანი იყო, რომელიც ჩვენსავით ხედავდა და გრძნობდა ამ სამყაროს,“ – განაცხადა სახის რეკონსტრუქციის სპეციალისტმა ხიუ მორისონმა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=VPeiF7H1ffA[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები