საშობაო ფილმები წლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება. გთავაზობთ ფოტომასალას – „მაშინ და ახლა“ – სადაც იხილავთ ნაცნობ მსახიობებს და იმას, თუ როგორ გამოიყურებიან ლეგენდარული ფილმების გმირები ჩვენს დროში.
მაკოლეი კალკინი – მას ვიცნობთ ფილმებიდან „მარტო სახლში“ (ორი ნაწილი). პირველად ბიჭუნა ეკრანზე 1990 წელს გამოჩნდა და ეს ფილმი დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
ჯო პეში – ეს მსახიობიც „მარტო სახლში“–ს ორივე ნაწილის ერთ–ერთი მთავარი გმირია.
ელისონ პორტერმა კი ხუჭუჭა სუს როლი შეასრულა და დღემდე დაუვიწყარია.
ტეილორ მომსენს ვიცნობთ ლეგენდარული ფილმიდან „გრინჩი – შობის ქურდი“, რომელიც ეკრანებზე 2000 წელს გამოჩნდა.
ტიმ ალენი კი ყველაზე ცნობილი სანტა კლაუსია ფილმიდან „სანტა კლაუსი“, რომელიც ეკრანებზე 1994 წელს გამოჩნდა.