როგორ გამოიყურება 60 წლის მადონა მეტი ბოტოქსით (ფოტო)

60 წლის მადონა პაპარაცების ობიექტივში ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ვიზიტის დროს მოხვდა. ღამით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ოქროს სამშვენისი ვარსკვლავის კბილებზე და მისი არაბუნებრივად გადასწორებული სახე. როგორც ჩანს, პოპ-მუსიკის დედოფალს ზედმეტი ბოტოქსი მოუვიდა.
მადონამ საღამოს რესტორანში წასასვლელად წვრილყვავილებიანი პრინტით მორთული კაბა და ასეთივე ბავშვური ვარცხნილობა შეარჩია. მისი ჩაცმის სტილი არ მოეწონათ მის ერთგულ თაყვანისმცემლებსაც კი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი აზრიც კი გამოთქვა – „პატივს ვცემ ფაქტს, რომ მადონა თავის თავს მოდუნების უფლებას აძლევს, მაგრამ ფოტოსესიებსა და რეალობას შორის იმდენად სიურელისტური ხდება, რომ მომღერალი საკუთარ პაროდიას ემსგავსება”.

კომენტარები

სხვა სიახლეები