პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა
დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი;
შეიცვალა წყალგაყვანილობა;
მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;
მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა;
პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით;
ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი;
განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა;
ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა;
რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს;
დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;
დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო…
თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;
განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი;
გამოიცვალა აუზის განათება;
განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი;
აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა;
მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი;