როგორ გამოიყურება ორსული მეგან მარკლი 35-დოლარიან კაბაში

სანამ 37 წლის ქეით მიდლტონი თეატრ კოვენტ-გარდენის მსახიობებთან შეხვედრაზე მკვეთრი ფერის კაბაში ბრწყინავდა, მეგან მარკლი მისთვის ჩვეულ მშვიდ ფერებში გამოეწყო. პრინც ჰარის მეუღლე თავისი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს – მან კიდევ ერთი ორგანიზაცია მოინახულა, რომლის პატრონაჟიც მას ჩააბარეს.
სასექსის ჰერცოგინია კომპანია “The Mayhew”-ს ეწვია, რომელიც ცხოველებს იცავენ. ვიზიტისთვის ორსულმა მეგანმა ღია ბეჟ და რძისფერ ფერებში გადაწყვეტილი ტანზე მომდგარი კაბა შეარჩია, რომელმაც მისი გაზრდილი მუცელი უფრო წარმოაჩინა. H&M-ის ეს კაბა საკმაოდ ბიუჯეტურია და 35 დოლარი ღირს. კაბის ზემოდან კი მეგანს Emporio Armani-ის ქაშმირის პალტო ეცვა, ხელთ Stella McCartney-ს ჩანთა ეკავა, ხოლო ფეხზე, ბევრი ქალისთვის საყვარელი ბრენდის, Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელი ეცვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები