21 წლის ენი უნდლი ინგლისის ქალაქ დერბიშირიდან, ხუთი წლის განმავლობაში, დღეში მხოლოდ ერთ ცალ ლორიან ტოსტს ჭამდა. ასეთი რაციონის პირობებში ის 29 კილოგრამს იწონიდა და თავისი გარეგნობით ძალიანაც კმაყოფილი იყო. თუმცა, ხუთჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ენი 15 წლის გახდა. სურდა ყოველთვის გამხდარი ყოფილიყო და ამიტომ კალორიების დათვლა, ნახშირწყლებზე, ხორცის და რძის პროდუქტებზე უარის თქმა გადაწყვიტა. თუკი გოგო იმ ოთახში იყო, სადაც საჭმელი იდო, ცუდად ხდებოდა და ისტერიკა ემართებოდა.
მოგვიანებით კი ჯანმრთელობის კუთხით სერიოზული პრობლემები შეექმნა. ის გულის შეტევის საფრთხის წინაშე დადგა, ადგომის დროს კი თვალებში უბნელდებოდა. გაუფუჭდა ურთიერთობები მშობლებთან და თანატოლებთან, მაგრამ ენი მაინც თავის ხაზს მიყვებოდა, რადგან მხოლოდ ერთი რამ უნდოდა. მას სურდა ყოფილიყო უფროდაუფრო გამხდარი.
ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა – მას მთელი დღე სიგიჟემდე უნდოდა შოკოლადის ჭამა და საღამოს ვეღარ მოითმინა – კანფეტი შეჭამა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დილით აღმოაჩინა, რომ არც ერთი გრამი არ მოუმატია. მისი შიში საკვების მიღებისა, ოდნავ შემცირდა. ორიოდე წლის შემდეგ კი მან უკვე სრულყოფილად კვება შეძლო.
ახლა ენი 45 კილოგრამს იწონის და თავს შესანიშნავად გრძნობს. ის ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, კვლავ სპორტს მისდევს და თანაც, ძალიან კარგად გამოიყურება.
Prev Post
სხვა სიახლეები