მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი – მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ ისევ ერთად არიან. უკვე ერთი თვეა, პატარა დემეტრესთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მარიამი ამბობს, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.