ფრანგი მსახიობისა და ტელეწამყვან ვერონიკა ლუბრისა და ფეხბურთელ პატრიკ ბლონდოს შვილი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებული ტილან ლუბრი 18 წლის გახდა. გოგონა 2001 წლის 5 აპრილს დაიბადა.
ტილან ბლონდო პირველად ექვსი წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც მისი ფოტოები Vogue-ს გარეკანზე მოხვდა.
“დიდი ლურჯი თვალები და ქერა თმა ის ულამაზესია” – წერდნენ ტაბლოიდები.
ტილანის ფოტოები უამრავ ჟურნალ გაზეთებში გამოქვეყნდა მისმა სილამაზემ მსოფლო აალაპარაკა.
მას ექვსი წლის ასაკში მსოფლიოში ულამაზეს გოგონას ტიტული მიანიჭეს.
ორი დღის წინ ტილანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ყველას მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს, ის 18 წლის გახდა.
„მადლობა ყველას, დაბადების დღის სურვილებისთვის, ბოლოს და ბოლოს, 18 წლის გავხდი! მადლიერი ვარ ყველაფრის გამო, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ადამიანებისთვის, რომლებსაც შევხვდი, მათთვის, ვინც ყოველდღე მამხნევებს, სჯერა ჩემი და ზრუნავს ჩემზე“, – წერს ბლონდო.
აღსანიშნავია, რომ გოგონა სამოდელო ბიზნესში აქტურად არის ჩართული.