როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი (ფოტო)

2019 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მი­მოქ­ცე­ვა­ში 10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბულ ბანკნო­ტებს გა­უშ­ვებს.

10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა, კობა გვე­ნე­ტა­ძემ წა­რუდ­გი­ნა.

2015 წლის 3 ნო­ემ­ბერს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ლა­რის ნიშ­ნე­ბის ახა­ლი ოჯა­ხი – გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, 20, 50, 100 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი წა­რად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნახ­ლე­ბულ 10-ლა­რი­ან ბანკნოტს – მის წინა მხა­რეს გა­მო­სა­ხუ­ლია აკა­კი წე­რეთ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რო­ბის ხა­რის­ხი­თა და მო­ცუ­ლო­ბით, ასე­ვე, ნა­წყვე­ტი აკა­კის ლექ­სი­დან „გა­ზა­ფხუ­ლი” მისი ავ­ტოგ­რა­ფით, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი რტო და მერ­ცხა­ლი.

უკა­ნა მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რი­სა და გრა­ფი­კო­სის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წის, და­ვით კა­კა­ბა­ძის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „იმე­რე­თი-დე­და­ჩე­მი” და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი.

კომენტარები

სხვა სიახლეები