რამდენჯერ გითქვამთ ან გსმენიათ ფრაზა “დრო რომ მქონდეს ბევრს ვივლიდი”? სიარულის მოტივაციის გასაზრდელად, შეიქმნა პლატფორმა Sweatcoin, რომელიც სიარულში ფულს იხდის. Sweatcoin, ასე ვთქვათ, ციფრული ვალუტაა, რომლის მოსაპოვებლადაც აუცილებელია აქტიური იყოთ. Sweatcoin-ის გამოსამუშავებლად, პირველ რიგში, სმარტფონზე აპლიკაციის ჩამოტვირთვა დაგჭირდებათ. აპლიკაცია მუდმივად გახსნილი უნდა იყოს და ნებისმიერ დროს, როდესაც მოძრაობთ, ის ნაბიჯებს დაითვლის და ციფრულ ვალუტაში გარდაქმნის. ყოველ ათას ნაბიჯზე, დაახლოებით, 1 SWC-ს მიიღებთ. გარკვეული რაოდენობის SWC-ების დაგროვების შემთხვევაში, მათ გადაცვლას იოგას გაკვეთილებში, მაღალტექნოლოგიურ ფეხსაცმელებში, სმარტფონებსა და სმარტ საათებში შეძლებთ. სურვილის შემთხვევაში, SWC-ების დონაციაც შეგიძლიათ. ამ მომენტში, Sweatcoin-ს 3.767.183.843.532 ნაბიჯი აქვს გადაკონვერტირებული.