ლაქის სწორად წასმა სწრაფად გაშრობის საწინდარია. თავდაპირველად აუცილებელია ფრჩხილის მომზადება შესაღებავად, რათა ლაქი თანაბრად წაესვას და მიმზიდველი შესახედაობა მიიღოს. ლაქის ფენა არ უნდა იყოს სქელი – სქლად წასმული ლაქი ადვილად აშრევდება და გასაშრობადაც უფრო მეტი ხანი სჭირდება.
პირველი ფენის წასმის შემდეგ, ვიდრე მეორეს გადავისვამდეთ, ერთი წუთი მაინც უნდა დავიცადოთ – ლაქი გაშრება და ფრჩხილის ზედაპირი თანაბარი გამოვა. ლაქი სწრაფად რომ შეშრეს, წასმამდე 20 წუთით ადრე შედგით მაცივარში. შეიძლება გაიშროთ ჩვეულებრივი თმის ფენითაც, ოღონდ ცივი შრობის პროგრამით – ცხელმა შესაძლოა მანიკიური გაგიფუჭოთ.
გარდა ამისა, ცხელი ჰაერის ზემოქმედებით თავად ფრჩხილებიც იქერცლება და მყიფე ხდება. ლაქის სწრაფად გაშრობის კიდევ ერთი საშუალებაა ცივი წყალი. ჩაყავით თითის წვერები ცივ წყალში და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. თუ წყალში ყინულის კუბიკებსაც ჩაყრით, მას მატონიზებელი ეფექტიც ექნება. ამგვარად ერთმანეთს შეუთავსებთ ხარისხიან მანიკიურსა და ფრჩხილების მოვლას.
სხვა სიახლეები