როგორ გავიმაგროთ თმის ძირები…

თმის ძირებზე უარყოფითად მოქმედებს შამპუნები,რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ.ბაზარზე ბევრი იაფასიანი,უხარისხო შამპუნია,რომელსაც მოიხმარს მოსახლეობის უმეტესობა.მათ,ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინონ მაღალი ხარისხის პროდუქტი ქიმიური დანამატების გარეშე შეუძლია სახლის პირობებში დაამზადოს ნატურალური პროდუქცია. ეს გაცილებით უსაფრთხოა და რაც მთავარია შედესაც გვაძლევს.

ჩვენ ვიყენებთ შამპუნს მცენარეული შემადგენლობით,თუმცაღა ისინი მაინც ვერ იძლევიან სამკურნალო და პროფილაქტიკულ ეფექტს. იმისათვის,რომ შეინარჩუნოთ ლამაზი და ხშირი თმა გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტებისგან დამზადებული რეცეპტები.

  1. 1სუფრის კოვზ არყის ხის ფოთლებს დაასხით 300გრამი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3საათის განმავლობაში.შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.
  2. ორ თავ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 300გრამი სპირტისა და წყლის თანაბარი რაოდენობის ნარევი და გააჩერეთ 2 საათით.შემდეგ გაწურეთ და ნაყენით დაიზილეთ თმის ძირები თმის ძირები დაბანის შემდეგ.
  3. 300გრამი წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 500-600გრამი ნატურალური თეთრი ღვინო.გააჩერეთ 7 დღე.შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
  4. 100გრამი ჭინჭრის ფოთოლს და 100გრამი ნეკერჩხლის ფოთოლს დაასხით 0,5ლიტრი სუფთა სპირტი.გააჩერეთ 15დღე. ქილა დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.მიღებული ნაყენი გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში დაბანის შემდეგ.
  5. თმის ძირებში გაფილტრული ნავთი შეიზილეთ.
  6. ერთ სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ 1ამპულა „D” ვიტამინი და ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში.ეს გაიმეორეთ 3დღის განმავლობაში.მეოთხე დღეს თავი კვერცხის გულით დაიბანეთ. ერთი დღის დასვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.3 პროცედურის შემდეგ,დიდიხნის თმადაცვენილ კანზეც კი შეიმჩნევა ახალი თმის ამოსვლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები