როგორ გავიკურნოთ ეგოიზმისგან? – მიხაილ ლაიტმანის ბლოგი

როგორ გავიკურნოთ ეგოიზმისგან?
მე მახსოვს, ადრეულ ბავშვობაში, 80-იან წლებში. ჩვენ მდინარეებში ვცურავდით, მათგან წყალსაც ვსვამდით, ტყეში ყვავილებისა და კენკრის ისეთი ძლიერი სუნი იდგა, რომ მათი არომატი თავბრუსგხვევდენ.

დღეს კი ვხედავ, როგორ შეიცვალა ყველაფერი. ახლა ეს მდინარეები პირუტყვის ან მორწყვისთვისაც კი უვარგისია. შესაბამისად, მე მაქვს გარკვეული შეგრძნება, რომ ჩვენ ჩვენი ეგოიზმით ვანადგურებთ ამ პლანეტას. როგორ უნდა განიკურნოს ეგოიზმი? როგორ გამოვსწორდეთ?

პასუხი: პრინციპში, ეს არც ისე რთულია. ჩვენ, უბრალოდ, უნდა გვინდიდეს, ეს ერთად გავაკეთოთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ასე რომ, ათასობით ადამიანი უნდა შეიკრიბოს და ეცადოს, იმოქმედოს არაეგოისტურად,  ამაღლდეს ეგოზე და რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოს იგი.

და ჩვენ ამისათვის არ გვჭირდება განსაკუთრებული რამის კეთება, პირველ ყოვლისა,, უბრალოდ, შევწყვიტოთ ჩვენი დედამიწის ძარცვა. და მეორე, ადამიანებმა დავინდოთ ერთმანეთი, ე.ი. ერთმანეთს მაქსიმალური გაგებითა და კეთილგანწყობით მოეპყარათ.

თუ ამ გზით ვიმოქმედებთ ბუნებასა და ადამიანთან მიმართებით, მაშინ ჩვენ საკუთარ თავს დავეხმარებით ბუნების პოზიტიურ ძალების მოზიდვაში, ე.წ. ზე სინათლეს და ის გამოგვიწევს ჩვენ გამოსწორებას, გავხდებით უფრო მეგობრულნი, ღია, ნდობით შევხედავთ ერთმანეთს. ჩვენ დავინახავთ ბუნებაში, როგორ მოქმედებენ ბოროტი და კეთილი ძალები. ჩვენ კი ვარეგულირებთ მათ და ვიყენებთ ჩვენ სასიკეთოთ, მაგალითად როგორც ელეკტროობაში მინუსის გარეშე მარტო პლუსით ვერაფერს გავხდებით.

უნდა ვისწავლოთ, როგორ გავაკეთოთ ეს. მთელი ჩემი ცხოვრება ხალხს ვასწავლი, თუ როგორ გამოიყენოთ ბუნებაში თანდაყოლილი ორივე ძალა: პოზიტიური და უარყოფითი.

ნეგატიური ძალა არის ჩვენი ეგოიზმი. ის ყველგან ვლინდება და, უბრალოდ, გვწვავს. მაგრამ ჩვენ ვერ ვავლენთ პოზიტიურ ძალას. მას შეუძლია, გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ვიწვევთ. თუ ეს ვერ შევძელით, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობის გამოსწორებით ვლინდება და მხოლოდ ერთი უარყოფითი ძალის კონტროლის ქვეშ ვართ, ამის შედეგად, ჩვენ მივალთ მდგომარეობამდე, სადაც ყველაფერი ხდება ნეგატიური: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური ბუნება და ადამიანურიც.
მიხაილ ლაიტმანი

კომენტარები

სხვა სიახლეები