ჟურნალ Mccall-ში 1958 წელს სტატია გამოქვეყნდა “129 გზა გასათხოვებლად”. აღნიშნული სტატია ცოტა ხნის წინ გამოცემა “boredpanda”-მ გამოაქვეყნა და სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.
გთავაზობთ 30 რჩევას, რომელიც თანამედროვე ეპოქაში აბსურდულად მოგეჩვენებათ.
1. იყიდე ძაღლი და ხშირად გაასეირნე;
2. გაწევრიანდი რომელიმე მოგზაურთა კლუბში;
3. ეცადე, რომ მანქანა საჭირო მომენტსა და გარემოში გაგიფუჭდეს;
4. რომელიმე პარკში ჩამოჯექი და მტრედები გამოკვებე;
5. ევროპის გარშემო ველოსიპედით იმოგზაურე;
6. გახდი მედდა ან ბორტგამცილებელი – მათ ძალიან უმართლებთ და მარტივად თხოვდებიან;
7. დაქალის ქმარს ჰკითხე, დასაოჯახებელი თანამშრომელი ხომ არ ჰყავს;
8. უცნობი ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინე, მათ შეიძლება შენი შესაფერისი ძმა ან ვაჟი ჰყავდეთ;
9. საიდუმლოდ ნუ შეინახავ და მეგობრებსაც უთხარი, რომ გათხოვება გინდა;
10. მომხიბლავ ქალებთან მეგობრობას ნუ მოერიდები, ისინი საინტერესო კაცებს მაგნიტივით იზიდავენ;
11. დასაქმდი სათევზაო ან სპორტული ნივთების მაღაზიაში;
12. ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების ყველა შეკრებაზე წადი, ვინ იცის, იქნებ რომელიმე დაქვრივდა;
13. დაბრუნდი მშობლიურ ქალაქში/სოფელში, იქნებ რომელიმე მეზობელი, ვისთანაც ბავშვობაში თამაშობდი, გაიზარდა და ახლა სხვა თვალით გიყურებს;
14. ხშირად შეიცვალე საცხოვრებელი ადგილი;
15. მოგზაურობისას არჩევანი პატარა სასტუმროებზე გააკეთე, ასე მეტი შანსი გექნება, რომ უცნობებს გადააწყდე;
16. ისწავლე გემრიელი ნამცხვრების ცხობა და ნახელავით ყველაზე სიმპათიურ თანამშრომლებს გაუმასპინძლდი;
17. იმეგობრე მახინჯ კაცებთან, დიდი შანსია, რომ რომელიმე მათგანს შეუყვარდები;
18. გაიგე ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობს ყველაზე მეტი კაცი;
19. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალების გვერდით ჯდომას, ჯობია კაცებს მიუჯდე;
20. არ დაიწყო მუშაობა კომპანიაში, რომელსაც ქალები მართავენ;
21. ოფისში გაავრცელე ხმა, რომ ღილებისთვის ცალკე ყუთი გაქვს და მზად ხარ, კოლეგებს აწყვეტილი ღილები დაუკერო;
22. მოქრთამე “ეშმაკის ბორბლის” ოპერატორი, რათა კაცთან ერთად კაბინაში გაგჭედოს;
23. იარე ავტობუსით წინ და უკან აეროპორტამდე;
24. უთხარი შერჩეულ პარტნიორს, რომ დაქორწინებული კაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ;
25. ისწავლე პოკერის თამაში;
26. შეიტყვე, რატომ არ მოიყვანა ცოლად წინა შეყვარებულები და იგივე შეცდომები არ დაუშვა;
26. თუ მეთევზე მოგწონს, ისწავლე თევზის გასუფთავება და დაჭრა;
27. დაელაპარაკე მამამისს გადასახადებზე და აღნიშნე, რომ ეს გადასახადები ტვირთივით გვაწვება;
28. გამოიყენე საფერფლე, ყავის ჭიქებში არ ჩააფერფლო;
29. გაირუჯე;
30. იყიდე კაბრიოლეტი. კაცებს უყვართ მასში ჯდომა.