როგორ გავაუქმოთ Facebook ექაუნთი

თუ გადაწყვიტეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელი დატოვოთ, იქნება ეს Cambridge Analytica-ს სკანდალის თუ სექტემბერში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო, პროცედურა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა სანამ თქვენ ყველა სურათს, პოსტს და მოწონებას სამუდამოდ წაშლით მანამდე Facebook-იდან პერსონალური ინფორმაცია უნდა გადმოწეროთ. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

Facebook ანგარიში ინდივიდთან ასოცირებულ ყველა დეტალს აერთიანებს. იქნება ეს ფოტოები, სოცქსელში აქტივობის დრო, IP მისამართები, სახის ამომცნობი ტექნოლოგია და რეკლამები, რომლითაც დაინტერესდით.

Facebook არქივის გადმოსაწერად მომხმარებელი პარამეტრების (Settings) განყოფილებაში უნდა შევიდეს, შემდეგ კი არქივის (Download a copy of your Facebook data) გადმოსაწერად Start My Archive ღილაკს დააჭიროს.

https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/81094/rogor-gavauqmot-facebook-eqaunti-instruqtsia

კომენტარები

სხვა სიახლეები