როგორ გავათავისუფლოთ სარეცხი მანქანა ობის სოკოსგან

სარეცხ მანქანაში დრო და დრო ობი ჩნდება. გთავაზობთ მისი გაწმენდის რამდენიმე ხერხს.

დაგჭირდებათ:
1. ნებისმიერი თხევადი საწმენდი საშუალება, სასურველია ქლორის შემცველობით
2. 2 ცალი ჩვარი ან ღრუბელი, რომლის გადაგდებაც მოგიწევთ
3. სქელი რეზინის ხელთათმანები
4. 25 გრამი ლიმონმჟავა

1. მანქანაში ობი არც ისე ადვილი შესამჩნევია. წყალი ადვილად რეცხავს მის ზედაპირს, სარეცხს კი ფხვნილის სუნი აქვს და ობის სუნს ვერ შენიშნავთ. სამაგიეროდ, საკმარისია ცარიელ მანქანაში კარი ერთი დღით დახურული დატოვოთ, რომ გამოღებისთანავე სუნი გეცემათ. გარდა ამისა, კარის რეზინს გადმოატრიალებთ თუ არა, მაშინვე დაინახავთ ამ უსიამოვნო სურათს.
2. შეამოწმეთ ქაღალდის ხელსახოცით – შედეგი სახეზე იქნება.
3. ჯერ ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ
4. შემდეგ აიღეთ ნებისმიერი საწმენდი საშუალება და კარგად გაწმინდეთ კარის რეზინი.
5. დახურეთ მანქანის კარი და 2 საათით დატოვეთ.
6. შემდეგ გავლების რეჟიმზე ჩართეთ და ასე გამოდევნეთ მანქანიდან სარეცხი საშუალება.
7. გაამშრალეთ ხელსახოცით.
8. რაკი მანქანისთვის მოიცალეთ, ბარემ დოლურაც გაწმინდეთ. ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში ლიმონმჟავა ჩაასხით.
9. ჩართეთ ყველაზე ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმზე.

მიაქციეთ ყურადღება:
ეს მეთოდი ობის სოკოსგან სამუდამოდ ვერ გაათავისუფლებს თქვენს მანქანას, ეს მაინც დროებითი ღონისძიებაა. საერთოდ, ყოველი რეცხვის მერე მანქანა ჯობს გაამშრალოთ, კარი კი ღია დატოვოთ. თუ ასე მოუვლით, ზემოხსენებული მეთოდი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაგჭირდებათ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები