24 წლის მოდელი და ბლოგერი, მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ ინსტაგრამში 400 000 ხელმომწერი ჰყავს, მოდელი გვასწავლის, თუ როგორ უნდა გადავიღოთ იდეალური „სელფი“.
„სელფი“ მანქანაში
მირანდა: „მთავარია იპოვოთ სწორი რაკურსი. საუკეთესო ვარიანტია, დაჯდე წინ და გადაიღო სელფი დღის განათებაზე“.
„სელფი“ შენობაში
„აქაც მთავარი განათებაა. თუ ის ცუდია, ვერავითარი ფარანი ვერ გიშველით.“
„სელფი“ რაიმეს ფონზე
„მთავარია, ფონის დეტალები არ ერწყმოდეს შენს ჩაცმულობას, ან სახლის ფერს“.
„სელფი“ ქუჩაში
„ქუჩაში ბევრი საინტერესო ფონის პოვნაა შესაძლებელი, რომელთანაც მშვენიერი პორტრეტული „სელფის“ გადაღებას შეძლებთ.
„შემთხვევითი“ კადრი
„ასეთი სელფი ყოველთვის ბუნებრივი გამოდის. ის არ გავს დადგმულს“.
რჩევები: „აუცილებლად გამოიყენეთ ფილტრები. მე facetune -ის ფილტრით ვსარგებლობ. ასევე – slumber, aden, crema-თი. ესეც ჩემი საიდუმლო.“