როგორ გადაარჩინეს თბილისში ექიმებმა მამაკაცი – „არ ესინჯებოდა პულსი და არ სუნთქავდა“(ფოტო)

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ექიმების მიერ გადარჩენილი მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის უპირველესი პაციენტის სიცოცხლეა!

გამოძახების ადგილზე მისულ 0411 ბრიგადას – უფროს ექიმს ნინო ჯალაბაძეს, უმცროს ექიმს ია გაბოძეს და მძღოლს ხვიჩა რევაზიშვილს, 62 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მას არ ესინჯებოდა პულსი და არ სუნთქავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა, პაციენტს ადგილზე ჩაუტარეს რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, მამაკაცს აღუდგა სუნთქვა, გახდა კონტაქტური და გადაყვანილ იქნა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტს გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები