როგორ აქცია 130 კილოგრამიანმა ქალბატონმა საკუთარი გარეგნობა შემოსავლის წყაროდ (ფოტოკოლაჟი)
გამხდარი და ტანწერწეტა მოდელები ყველა მამაკაცს როდი მოსწონს, არიან ისეთებიც, რომლებიც უპირატესობას სავსე და ფერხორციან ქალბატონებს ანიჭებენ. ამერიკელი მოდელი ამანდა სული 130 კილოგრამს იწონის და შემოსავლის სიმცირითაც ვერ დაიწუწუნებს. მამაკაცები საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან იმისათვის, რომ ამანდასთან ერთად ისეირნონ, დესერტზე დაპატიჟონ, ან თუნდაც ცხენებით იჯირითონ. მოდელი ამტკიცებს, რომ პაემნის შემდეგ არცერთ მამაკაცთან არ დაუმყარებია ინტიმური ურთიერთობა.
ამანდა ბავშვობიდანვე საკმაოდ ფერხორციანი გახლდათ, თანატოლებთან შედარებით. ეს ყველაფერი კი გოგონას ხელს უწყობდა პოპულარობის მოპოვებაში. დროთა განმავლობაში ამანდამ კომპლექსები დასძლია. ის მიხვდა, რომ წონა წყევლა კი არა ნამდვილი ჯილდო იყო, რომელიც გონირულად უნდა გამოეყენებინა. საბოლოოდ კი აღმაჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი მამაკაცი არსებობს ამერიკაში, რომლებიც მზად არიან სოლიდური თანხა გადაუხადონ 130 კილოგრამიან ოდელს, მხოლოდ იმაში, რომ ივახშმონ მასთან, ისეირნონ ცხენებით, ან უბრალოდ მკლავჭიდში შეეჯიბრონ.
ამანდას პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც უკურნებელი სენით დაავადებულმა მამაკაცმა სთხოვა მას ზედ დაჯდომოდა, რათა ასე დაესრულებინა სიცოცხლე. ჭარბწონიანმა მოდელმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და განმარტა მკლვლელი არ ვარო. ამანდა ამტკიცებს, რომ კლიენტისაგან ინტიურ შემოთავაზებას არასდროს დასთანხმდება.
ასე რომ, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ნუ დაიტანჯებით დეპრესიით, შესაძლოა თქვენი გარეგნობა თქვენივე წარმატების საფუძველი გახდეს.