როგორ ართმევდნენ მე-19 საუკუნის ქალე­ბი მა­მა­კა­ცებს თა­ნამ­დე­ბო­ბებსა და ბიზნესს

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი გა­ზე­თე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან კვლავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს მო­გითხ­რობთ, ამ­ჯე­რად იმ­ჟა­მინ­დე­ლი საზღ­ვარ­გა­რე­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. დღეს ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მა­თი წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი არა­ვის­თ­ვი­საა უცხო, XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის­თ­ვის კი ქა­ლე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად – უცხო­ე­ლე­ბი, ნელ-ნე­ლა იკ­ვ­ლევ­დ­ნენ გზას და ჩნდე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო ას­პა­რეზ­ზე, ნელ-ნე­ლა აც­ლიდ­ნენ მა­მა­კა­ცებს თა­ნამ­დე­ბო­ბებს და საქ­მეს.

1897 წლის იან­ვ­რის გა­ზე­თი “ცნო­ბის ფურ­ცე­ლი” ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ “ქალ­თა მე­ფო­ბის” ამ­ბავს აუწყებს და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მ­ნე­ბა, თით­ქოს იმ კონ­კ­რე­ტულ ად­გი­ლას ამორ­ძა­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლებს და­უ­დევთ ბი­ნა: “ამ­ჟა­მად ამე­რი­კის ერთს შტატ­ში, მი­სი­სიპ­ში ორს დიდს ქა­ლაქს დე­კა­ტურ­სა და მარ­კე­ლუგ­ში ქა­ლებს უჭი­რავთ ყვე­ლა სა­ზო­გა­დო ად­გი­ლე­ბი. უფ­რო­სი ექი­მი ქა­ლია, სა­უ­კე­თე­სო და მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლი მქა­და­გე­ბე­ლი ქა­ლია, ქა­ლა­ქის თა­ვი ქა­ლია, უმ­თავ­რეს სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბის და რეს­ტორ­ნე­ბის გამ­გე­ბელ­ნიც ქა­ლე­ბია. ქა­ლე­ბი ჰკე­რა­ვენ ფეხ­საც­მე­ლებს, ტა­ნი­სა­მო­სებს, ქა­ლე­ბია მხატ­ვ­რე­ბი, ქა­ლე­ბი ვაჭ­რო­ბენ, ქა­ლე­ბი და­ლა­ლო­ბენ და ქა­ლი­ვეა ფოს­ტა-ტე­ლეგ­რა­ფის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი და მო­ხე­ლე­ე­ბიც ხომ ქა­ლე­ბი არი­ან”…

რო­გორც ჩანს, სტა­ტი­ე­ბის სენ­სა­ცი­უ­რად და­სა­თა­უ­რე­ბა იმ­ჟა­მინ­დელ პრე­სა­შიც უყ­ვარ­დათ. მე­ო­რე ამ­ბის სა­თა­უ­რი ერ­თი შე­ხედ­ვით, შეც­დო­მა­შიც შე­გიყ­ვანთ – იფიქ­რებთ, უეჭ­ვე­ლად მუს­ლი­მან ვე­ლო­სი­პე­დის­ტებ­ზეა მოთხ­რო­ბი­ლიო, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად: “ნი­ღაბ ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ვე­ლო­სი­პედ­ზე” მა­მა­კა­ცებს სუ­ლაც არ არი­დე­ბენ სა­ხეს და არც ირ­ცხ­ვე­ნენ, ამ სა­ხით სე­ირ­ნო­ბის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ “პა­რი­ზის ტურ­ფა ქა­ლებს ეში­ნი­ათ პი­რის კა­ნი არ დაგ­ვის­კ­დეს და არ გაგ­ვი­ფუჭ­დეს ქა­რი­სა­გა­ნო. პა­რი­ზის ფრან­ტებს ახა­ლი საქ­მე გა­მო­უჩ­ნ­დათ. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის იმის გა­გე­ბა, ლა­მა­ზია თუ არა ნი­ღაბ ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პე­დით მის­რი­ა­ლებს”…

შემ­დე­გი ცხელ-ცხე­ლი ამ­ბა­ვი კი ჟი­ულ ვერ­ნის სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მანს – “80 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი წყალ­ქ­ვეშ” და კა­პი­ტან ნე­მოს “ნა­უ­ტი­ლი­უს­ს­”­გა­გახ­სე­ნებთ, მით უფ­რო, რომ სწო­რედ ამ რო­მა­ნის და­წე­რი­დან სულ რა­ღაც 20 წე­ლი­წად­ში მოხ­და: “საკ­ვირ­ვე­ლი გე­მი კეთ­დე­ბა ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში. გე­მი წყლის ქვეშ ივ­ლის თურ­მე. რო­ცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, წყალს

ზე­ვი­თაც ივ­ლის, რო­გორც სხვა ყვე­ლა გე­მე­ბი. გემ­ზედ ჯო­ჯო­ხე­თის მან­ქა­ნაც იქ­ნე­ბა მტრის გე­მე­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად”…

იმა­ვე წლის კი­დევ ერთ “ცნო­ბის ფურ­ცელ­ში” გვი­ამ­ბო­ბენ საფ­რან­გე­თის მე­ფის – ლუი მე­ცა­მე­ტეს დიდ სიყ­ვა­რულ­სა და “ძაღ­ლე­ბის კა­პი­ტან­ზე”: “ლუი მე­ცა­მე­ტეს ძლი­ერ უყ­ვარ­და ფი­ნი­ე­ბი და ძლი­ერ ბევ­რიც ჰყავ­და სახ­ლ­ში. ძაღ­ლებს ყურს უგ­დებ­დ­ნენ ოთხი მო­სამ­სა­ხუ­რე და ერ­თი კა­პი­ტა­ნი, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში ექ­ვ­სი ათას მა­ნათ­ზე მე­ტი ჯა­მა­გი­რი ეძ­ლე­ო­და. ასე­თი­ვე კა­პი­ტა­ნი ჰყავ­და მე­ფე ლუი მე­თოთხ­მე­ტე­საც. 1786 წელს გარ­და­იც­ვა­ლა უკა­ნას­კ­ნე­ლი კა­პი­ტა­ნი ძაღ­ლე­ბი­სა დე ვა­სო­ნი და მის შემ­დეგ ეს სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­ის­პო”…

1912 წლის ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნალ “კლდის” მე­თერ­თ­მე­ტე ნო­მერ­ში კი ქათ­მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე ვკითხუ­ლობთ: “ერ­თი ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი მე­ქათ­მე ქა­ლი, სა­რა ურიკ­სო­ნი, ამ­ტ­კი­ცებს, რომ ყვე­ლა ქა­თა­მი სწო­რედ დღის იმ სა­ათ­სა და წუთ­ზე სდებს კვერ­ცხებს, რო­მელ­ზე­დაც თი­თონ გა­მო­ი­ჩე­კა კვერ­ცხი­და­ნაო. გა­მო­ცა­ნა: ვი­სი მეხ­სი­ე­რე­ბა უფ­რო უკე­თე­სია: ქათ­მი­სა თუ ერიკ­სო­ნი­სა?”

“გაჰ­ყეთ ცო­ლე­ბათ მაღ­ლებ­სა და სრუ­ლებს!” – ამ მო­წო­დე­ბის ავ­ტო­რი კი სა­ხელ­მოხ­ვე­ჭი­ლი მდი­და­რი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლებს ურ­ჩევს, “გაჰ­ყ­ვ­ნენ მხო­ლოდ მა­ღალ და სრულ კა­ცებს, პა­ტა­რა და გამ­ხ­და­რი კა­ცე­ბი ყო­ველ­თ­ვის ცუ­დი ქმრე­ბი დგე­ბი­ან: ან­ჩხ­ლე­ბი, მი­ზე­ზი­ა­ნი და მო­ღა­ლა­ტე­ნი არი­ან, სა­მა­გი­ე­როდ, მაღ­ლე­ბი და სრუ­ლე­ბი კე­თი­ლი და სულ­გ­რ­ძე­ლე­ბი­ო”…

ეყარო: ამბები.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები