როგორ ამხნევებს კოვიდინფიცირებულ ნინო წილოსანს მამა (ფოტო)

„ქართული ოცნების“ კოვიდინფიცირებული დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ როგორ ამხნევებს მამამისი შენობის გარედან თვითიზოლაციაში მყოფს.

„მახსოვს, ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და, ფაქტობრივად, ღამისთევით იყო იქ…

იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა, გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა, ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები.

ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და  რომ გავერთე მეუბნებოდა გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ასე,  ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა,  მახსოვს ის შეგრძნება, რაც მაშინ პატარას მქონდა – რომ უსაფრთხოდ ვარ ..

დღესაც ასე დამადგა თავზე მიუხედავად იმისა, რომ ვეხვეწე, არ გამოხვიდე სახლიდან-თქო, მაინც მოვიდა,  ვენახე და ეთქვა, რომ უსაფრთხოდ ვარ.

ალბათ, მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთოების შექმაა, რომელსაც არ სჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა სიყვარულისა, ძალიან მიყვარხარ, მა“, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები