4 ელემენტი:
სანგვინიკი
ქოლერიკი
მელანქოლიკი
ფლეგმატიკი
სანგვინიკი-ჰაერი
მხიარული, მოძრავი, კომუნიკაბელური
სწრაფად ეგუება ახალ გარემოს, ადვილად ამყარებს კონტაქტს.
ერთდროულად ინტერესდება ბევრ რამით, მაგრამ ყურადღება მალე ეფანტება.
უყვარს თამაში, ხალისიანი, აქტიური და გამბედავია.
ქოლერიკი-ცეცხლი
ენერგიული, მიზანმიმართული, იმპულსური
ემოციურად ძლიერი და ნებისყოფიანია.
ადვილად ღიზიანდება და მყისიერად რეაგირებს სირთულეებზე.
ძლიერი ლიდერული თვისებები აქვს, მაგრამ ხშირად მოუთმენელია.
მელანქოლიკი-მიწა
მგრძნობიარე, ემოციური, ჩაკეტილი
ღრმად განიცდის ემოციებს, აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო.
მორცხვია და უჭირს საზოგადოებაში გახსნა.
დეტალებზე ორიენტირებული და ფრთხილია
შეიძლება ხშირად გაღიზიანდეს ან მოიწყინოს
ფლეგმატიკი-წყალი
მშვიდი, გაწონასწორებული, აუჩქარებელი
ნელი და ყურადღებიანია, უყვარს სტაბილურობა.
კარგად ორგანიზებული, მაგრამ ხშირად უჭირს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ნაკლებად გამოხატავს ემოციებს და იშვიათად ვარდება კონფლიქტებში.
თითოეულ ტემპერამენტს ახასიათებს უნიკალური სხეულის აგებულება, მოძრაობის სტილი და ემოციური გამოხატვის ფორმა
სანგვინიკი
საშუალო სიმაღლის ან პროპორციული სხეულის მქონე.
სხეული მოქნილი და ჰაეროვანი, არა ზედმეტად კუნთოვანი.
სახე ხშირად ღია და კაშკაშა გამომეტყველებით, ცოცხალი თვალებით.
სწრაფი, მაგრამ მსუბუქი მოძრაობები, თითქოს “ჰაერში დაფრინავს”.
ხშირად იცვლის პოზიციას, რთულად ჩერდება ერთ ადგილას.
ჟესტიკულაცია აქტიურია, მაგრამ არა აგრესიული.
აქვს დახვეწილი მიმიკა და ცოცხალი გამომეტყველება.
მარტივად ეგუება ახალ გარემოს და სიტუაციებს.
ქოლერიკი
ხშირად ძლიერად განვითარებული კუნთოვანი სტრუქტურა.
სერიოზული, დაძაბული სახის გამომეტყველება, ხშირად შეკრული წარბები.
მკვეთრი და ენერგიული მოძრაობები, სწრაფად დადის, თითქოს ნაბიჯებით “იჭრის” სივრცეს.
ჟესტიკულაცია ძლიერი და პირდაპირია, ხშირად მკვეთრად აჩვენებს ემოციებს.
სწრაფად რეაგირებს და ხშირად ექსტრავერტულად ავლენს თავის სურვილებს.
უჭირს მოთმინება, ხშირად მოქმედებს დაუფიქრებლად.
ლიდერობისკენ მიდრეკილია, შეიძლება სხვა ბავშვებს ხელმძღვანელობდეს.
მელანქოლიკი
ხშირ შემთხვევაში სუსტი, ნაზი, მოხრილი პოზით.
ფერმკრთალი ან ნაზი სახის ფერი, ღრმა, ფიქრისთვის განწყობილი მზერა.
გამომეტყველება სევდიანი ან დანაღვლიანებული.
ნელი, აუჩქარებელი მოძრაობები, თითქოს ფიქრობს თითოეულ ნაბიჯზე.
ხელის მსუბუქი, ფრთხილი ჟესტიკულაცია.
სიარულისას ხშირად უყურებს ძირს და ფიქრიანია.
მგრძნობიარეა შეხებაზე და არ მოსწონს უხეში ფიზიკური კონტაქტი.
უჭირს სწრაფი ადაპტაცია ახალ გარემოში.
ფლეგმატიკი
სხეულის აგებულება ხშირად ძლიერი და მასიური, ოდნავ მომრგვალებული.
სახე მშვიდი გამომეტყველებით, რბილი და ღრმა თვალები.
ხშირად ნელა დადის, აუჩქარებლად და გაწონასწორებულად.
ნელი, გაწონასწორებული მოძრაობები, თითქოს დრო ნაკლებად აღელვებს.
იშვიათად იყენებს მკვეთრ ჟესტიკულაციას, მისი მუხტი მშვიდი და დინჯია.
შეუძლია დიდხანს დაჯდეს ერთ ადგილას, მოუსმინოს სხვებს და არ აჩქარდეს.
შეიძლება არ ჩაერთოს აქტიურ თამაშებში, ურჩევნია სტაბილური გარემო.
ცვლილებების მიმართ ნაკლებად რეაგირებს, ხშირად ურჩევნია რუტინა.
როგორ მივუდგეთ, ტემპერამენტის მიხედვით:
სანგვინიკი-(გახალისებული მოტივაცია და სტრუქტურა)
დაიხმარეთ ფერადი, ცოცხალი და ინტერაქტიული სწავლების მეთოდები.
ხშირად მოუწყვეთ ცვლილებები, რათა არ დაკარგოს ინტერესი.
დაეხმარეთ, რომ ყურადღება ერთ საქმეზე მეტად გაამახვილოს.
არ გადატვირთოთ ერთფეროვანი დავალებებით, რათა არ მოიწყინოს.
მოერიდეთ მკაცრ შეზღუდვებს, რადგან თავისუფლება მნიშვნელოვანია მისთვის.
ქოლერიკი-(ენერგიის მართვა და მოთმინების სწავლება)
მიეცით დამოუკიდებლობა, მაგრამ ასწავლეთ გუნდური მუშაობა.
დაეხმარეთ ემოციების მართვაში და მოთმინების განვითარებაში.
მიეცით ლიდერობის შესაძლებლობები, მაგრამ შეახსენეთ, რომ სხვისი აზრებიც მნიშვნელოვანია.
არ გადატვირთოთ ზედმეტი აკრძალვებით, რათა არ გამოიწვიოთ პროტესტი.
ასწავლეთ კონფლიქტების მშვიდად გადაჭრა და სიბრაზის კონტროლი.
მელანქოლიკი-(ემოციური მხარდაჭერა და თავდაჯერებულობის განვითარება)
ხშირად გამოუთქვით თანაგრძნობა და მხარდაჭერა.
მოერიდეთ უხეშ კრიტიკას, რადგან ძალიან ღრმად განიცდის.
მიეცით მეტი დრო დავალებების შესრულებისთვის, ნუ დააჩქარებთ.
შექმენით მშვიდი და დაცული გარემო, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს.
წაახალისეთ საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მეშვეობით.
ფლეგმატიკი-(მოტივაციის გაღვივება და აქტიურობის წახალისება)
ნუ დააძალებთ სწრაფ ცვლილებებს, მიეცით დრო ადაპტაციისთვის.
წაახალისეთ ფიზიკური აქტივობებით, რათა თავიდან აიცილოთ პასიურობა.
შექმენით სტრუქტურირებული, მაგრამ მოქნილი გარემო, რომელიც დაეხმარება ორგანიზებულობაში.
წაახალისეთ ახალი ინტერესების შეძენა, მაგრამ ნუ აიძულებთ სწრაფად იმოქმედოს.
მიეცით პასუხისმგებლობები, რომლებიც მის შესაძლებლობებზე მორგებული იქნება.
შეიძლება ბავშვში რამოდენიმე ერთად იყოს გამოხატული
ზრდასთან ერთად ხშირად იცვლება ტემპერამენტები რაც ბუნებრივია, თუმცა, წამყვანი როგორც წესი მაინც ერთია
მოზრდილ ასაკში ოთხივე ელემენტის მოპოვება,დამუშავება და მათშორის ბალანსი, უმთავრესზე უმთავრესია![]()
წყარო – თათა ნაგუალ არაბული
Prev Post
სხვა სიახლეები