გამოიძინეთ და ყველაფერი იქნება კარგად. დავუშვათ, ყველაფერი კარგად არის, გიყვართ ერთმანეთი, ერთად ცხოვრობთ, გძინავთ ერთად, საცხოვრებელზე პრეტენზიები არ გაგაჩნიათ, სრული ურთიერთგაგება გაქვთ, სექსი – ცეცხლოვანია, თუმცა ზოგჯერ, მაშინაც კი, როცა დილით საწოლში ჭიქა ყავა მოაქვს თქვენთვის, შხაპის მიღებისას მაინც ჩნდება თქვენს ქვეცნობიერში კითხვა, თითქოს რაღაც ისე არ არის: ყავა მწარე გეჩვენებათ, პარტნიორი – უფრო მეტად ჩაფიქრებული, მზეც იშვიათად ანათებს. ასეთი ფიქრები განგაშის ზარს გცემთ და თქვენ იწყებთ ვარაუდებზე ფიქრს: წყვილში კრიზისის დრო დადგა? იქნებ გადამიყვარა? როგორ მოვიქცე ახლა?
სინამდვილეში თქვენ უბრალოდ ვერ გამოიძინეთ, რაც როგორც ჩანს, პირველად არ ხდება. გინდათ თავი ბედნიერად იგრძნოთ პირად ურთიერთობებში? მაშინ დროა, დაარეგულიროთ ძილის რეჟიმი. იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის მოსახლეობის მესამედი თავის ჯანმრთელობას დღეში 6 საათზე ნაკლები ძილის გამო ინადგურებს, რაც აისახება მთელ ცხოვრებაზე.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ვარაუდები, ეს მოსაზრება გამყარებულია მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელთა შორის არის Journal of Family Psychology-ს დასკვნაც. ფლორიდის შტატის წამყვანი უნივერსიტეტების ფსიქოთერაპევტებმა 7-დღიანი გამოკითხვა ჩაატარეს წყვილებში. ორივე მეუღლეს დაკვირვების წარმოებისთვის დღიურები დაურიგეს, რომელშიც მონიშნავდნენ ძილის დროს, პარალელურად ერთად ცხოვრების დონის შეფასებას აწარმოებდნენ (ჩხუბებით, კამათებით, ერთმანეთისადმი ნდობით, სექსით, სახლის საქმეებში ჩართვის გათვალისწინებით), ასევე საერთო კმაყოფილების დონეს ერთმანეთთან ურთიერთობით.
დღიურმა აჩვენა, რომ წყვილები ერთმანეთით კმაყოფილები იმ შემთხვევაში იყვნენ, თუკი კარგად გამოიძინებდნენ. როგორც გაირკვა, გამოძინება მამაკაცებზე უფრო უკეთ აისახება. 8-საათიანი ძილის შედეგად მათი განწყობა ამაღლებული იყო, პრობლემების მიუხედავად.
ქალებს გამოუძინებლობა სულიერ მდგომარეობაზე აესახებათ
თუკი გამოუძინებლად დიდხანს ძლებთ, კარგია, თუმცა გეტყვით, რომ მალე ნერვები გიმტყუნებთ. ფსიქოლოგებმა დაადასტურეს, რომ ადამიანებს, რომლებიც გამოუძინებლები დადიან, უკმაყოფილება ეზრდებათ თავიანთი ცხოვრების მიმართ, ხოლო გამოძინების შემთხვევაში მეტად კეთილები და მზრუნველები ხდებიან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კმაყოფილი წყვილები ნეგატივისადმი გამომუშავებული იმუნიტეტით გამოირჩევიან, ხოლო გამოძინება ეხმარებათ „დამცავი მინდვრის“ შექმნაში, რაც მეტ ენერგიას მოითხოვს, ეს კი მხოლოდ ხანგრძლივი ძილით არის შესაძლებელი.
ასე რომ, თუკი ქრონიკულად გამოუძინებელი დადიხართ, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ. შეიმუშავეთ სტრატეგია, შეცვალეთ საძინებელში ნივთების მდებარეობა, დააყენეთ კონდიციონერი, გამოცვალეთ საბანი და ბალიში. ეს ყველაფერი თქვენი ჯანსაღი ძილისთვის და შინაგანი ჰარმონიისთვის არის აუცილებელი, რომელიც პირდაპირპროპორციულია ურთიერთობებში: თუკი გაღვიძებისთანავე გრძნობთ თავს დამტვრეული ეტლივით, მაშინ არაფერი გაგახარებთ, არც ყავა საწოლში და არც სამომავლო გეგმები.
წყარო:https://marao.ge