როგორ ავუხსნათ ბავშვს, რატომ ვერ მოაქვს თოვლის პაპას ძალიან ძვირიანი საჩუქრები – არგუმენტები, რომლებიც დაგჭირდებათ
ახალი წელი პატარებისთვის საოცნებო საჩუქრებთან ასოცირდება. თუმცა ბავშვებს საკმაოდ მდიდარი ფანტაზია აქვთ და ხშირად სთხოვენ თოვლის პაპას ისეთ საჩუქარს, რომელიც ოჯახის ბიუჯეტისთვის ადეკვატური არ არის. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ მათ შვილს ძალიან ძვირფასი საჩუქარი სურს? როგორ უნდა აუხსნათ მას, რომ თოვლის პაპა ყოვლისშემძლე არ არის, თან ეს განმარტება უნდა მიაწოდოთ ისე, რომ სადღესასწაულო განწყობა არ ჩაიშალოს.
ბავშვს შესთავაზეთ ასეთი აზრი, რომ თოვლის პაპას სიურპრიზები უფრო უყვარს და ვაცადოთ, ის მოგვიტანოს, რის მოტანასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. თქვენ კი ეცადეთ, მისი სურვილების გათვალისწინებით, ისეთი რამ შეარჩიოთ, რაც სიხარულთან ერთად გააოცებს კიდეც: „საიდან იცოდა თოვლის პაპამ, რომ ზუსტად ეს მინდოდა“.
რაც შეეხება ზედმეტად ძვირად ღირებულ საჩუქრებს ან ისეთ ნივთებს, რომლებიც მშობლების თვალსაზრისით არ გამოდგება ბავშვისთვის, უთხარით, რომ ბაბუა მილიონერი არ არის, ამ ქვეყნად ბევრი ბავშვია, ამიტომ ბაბუა ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, რომ ყველასთვის საკმარისი იყოს და ტომარაშიც მოთავსდეს.
თუ მშობლებს სურთ, თოვლის პაპის ლეგენდა შეინარჩუნონ ისე, რომ მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ არ დადგეს მაშინ, როცა სხვა ბავშვებთან აშკარად ძვირიანი საჩუქრები მიაქვს, მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ:
სანტა კლაუსს კი აქვს გაჯეტები და სხვა ძვირად ღირებული საჩუქრები, მაგრამ იცის, რომ ყველას არ ეყოფა და გათამაშებას აწყობს. ვინც მოიგებს, იმასთან მიაქვს. შენ იქნებ მომავალ წელს მოიგო.
თოვლის ბაბუამ ყველაფერი იცის იმ ბავშვების შესახებ, ვისთვისაც საჩუქრები მიაქვს და თუ რამე არ მოიტანა, ეს ნიშნავს, რომ მისი აზრით, ჯერ ადრეა ბავშვისთვის ეს ნივთი.
თოვლის ბაბუას ჯუჯები ეხმარებიან (თოვლის კაცები, კურდღლები თუ ვინმე სხვა), მაგრამ ისინი ძალიან უყურადღებონი არიან – ყოველთვის რაღაცას ურევენ და შეცდომით აწყობენ საჩუქრებს.
ბავშვისთვის საჩუქრის მომზადებამდე თოვლის ბაბუა ურეკავს მშობლებს და ეკითხება, აძლევენ თუ არა უფლებას, რომ მათ შვილს ეს ნივთი აჩუქოს. თუ დედა ან მამა წინააღმდეგია, მაშინ ბაბუა სხვა რამეს მოძებნის.
კაზინოს აქვს მსგავსი გათამაშებები, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შანსი მოიგოს მიმზიდველი პრიზები. ამასთან, არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები იღებენ თავიანთ მოგებას. სანტა კლაუსის მსგავსად, კაზინო მიზნად ისახავს თავის მოთამაშეებს გადასცეს เว็บ สล็อตเปิดใหม่ და გახადოს მათი სათამაშო გამოცდილება უფრო საინტერესო. ისევე, როგორც თოვლის ბაბუა ამოწმებს მშობლებთან, მისაღებია თუ არა გარკვეული საჩუქრის მიცემა, კაზინო ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, იწვევს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობებსა და გათამაშებებში, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და პრეფერენციებს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი: შეგიძლიათ თოვლის პაპის სახელით მისწეროთ შვილს. ბაბუამ დაწეროს, რატომ ვერ შეასრულებს თავისი პატარა მეგობრის თხოვნას წელს. ასეთი წერილის მიღება ხომ უკვე სასწაულია?