როგორც ცხოვრობს თინა მახარაძე ნიუ-იორკში

მსახიობი თინა მახარაძე ნიუ-იორკში ცხოვრებაზე საუბრობს. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, მსახიობს საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს.
„კვირაში 16 საათი ვესწრები ლექციებს. ამდენივე საათი დამატებით ვრჩები სკოლაში და ვმუშაობ. ერთდროულად: ვთამაშობ მთავარ როლებს ორი უმაგრესი გოგოს შორთ ფილმში , ერთი ძაან კარგი ბიჭის ფილმში – მეორეხარისხოვან როლს, ერთი ძაან კარგი რეჟისორის პირველი ასისტენტი ვარ, ასევე ვიღებ საკუთარ ფილმს და ვმუშაობ მომდევნოს სცენარზე, დავდივარ საპალნეაკიდებული აქლემივით ყველა დივაისმიერთებული. ვერ მჯაბნის ავიდი, ვერ მჯაბნის ოქსფორდის მსოფლიო კინოს ისტორიის უდიდესი სახელმძღვანელო, ვერ მჯაბნის ასობით სანახავი ფილმი, წასაკითხი კონსპექტი და დასაწერი ესეი. ყველა კუთხიდან შემოძახებულ “თინა, ესა, თინა, – ისას” ვუმკლავდები ღიმილით. ყურები მუდმივად გამოტენილი მაქვს ათასი მუსიკით და ათი ათასი ჯურის ხმაურით. ნიუ-იორკში ვაყალიბებ და სათავეში ვუდგავარ ქალების ინტერნაციონალურ არტისტულ გაერთიანებას სახელწოდებით “gogoNY” (გოგონი). ვეწევი დღეში ერთ კოლოფ “ამერიკან სფირითს”. ყოველ დღე ვსვამ საშუალოდ სამ ჭიქა “კაპიტან მორგანს” ან “სეილორ ჯერის”.
თავი ისეთი ძლიერი მგონია და ისეთი ბედნიერი ვარ, მუდმივად მაქვს შეგრძნება, რომ კოკაინი მაქვს მიღებული და ვთრიფავ. მოვდივარ სახლში და ატმის წვენის ქილას ვერ ვხსნი. ვეწვალები, ვეწვალები და – ვერ. ვუყურებ უსუსრი ტელეფონს და მინდა, მივწერო ჩემს რუმმეით ბიჭებს, – მოდით მალე სახლში – გამიცხელეთ თქვენივე მომზადებული ვახშამი, ამომიტანეთ სარეცხი ლანდორმატიდან, გამიხსენით თქვენივე ჩემთვის ნაყიდი ატმის წვენის ქილა. გამიხსენით ეს დედააფეთქებული ატმის წვენის ქილა.
ამიტომ ვარ მე უსექსისტესი ადამიანი. მგონია, რომ არსებობს რაღაცები, რაშიც ეს კაცები ჩემზე ძლიერები არიან. მაგალითად, ატმის წვენის ქილის გახსნაში“,- წერს თინა მახარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები