“როგორც ჩანს, სიარულსაც შევძლებ” – რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ ჯანმრთელობაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გერმანიაში კვლევებზე იმყოფება.

,,ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს. კეთილი ადამიანების, მეგობრებისა და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნისა და დახმარების შედეგად, ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.

მიუხედავად ბევრი, დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებსა და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც  მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს,” – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები