“როგორც კი მორჩება პირველი ტალღა, დაიწყება მეორე” – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანლის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა მსოფლიოში ჯერ არ დამთავრებულა. მისივე განცხადებით, პირველი ტალღის დასრულებისთანავე დაიწყება მეორე ტალღა:

„მსოფლიოში პირველი ტალღა ჯერ არ დამთავრებულა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის პირველი ტალღის ბოლო, ნარჩენები – ასე რომ ვთქვათ. პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს უნდა გადაებას.

როგორც კი მორჩება პირველი, დაიწყება მეორე.  ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება. ზაფხულში პირველი ტალღა შესუსტდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები