როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ – სააკაშვილი მხარდამჭერებს დავალებას აძლევს

როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ – საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს დავალებას აძლევს.

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ეს მოწოდება სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო მისი მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის და შემთხვევით საჯაროდ დაიპოსტა, რის გამოც მან მოგვიანებით ტექსტი წაშალა.
წყარო: “იმედი”

კომენტარები

სხვა სიახლეები