როგორი შეყვარებულები არიან მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი – ისინი იმდენად კარიერისტები არიან, რომ როდესაც დაქორწინებაზე მიდგება საქმე, ცხოვრება მოწყობილი აქვთ, ამიტომ მეორე ნახევრის მოხიბვლა ძვირფასი საჩუქრებითა და ყურადღებით არ უჭირთ.

კურო – სუფრაზე ნათქვამი ლექსებითა და სადღეგრძელოებით იმდენად ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში, რომ რთულია მისით არ მოიხიბლოთ. სამწუხაროდ, საკმაოდ მატყუარები არიან.

ტყუპები – ისინი მყარად დგანან მიწაზე და ქალებსაც აიძულებენ ასე მოიქცნენ. არასოდეს დახარჯავს ფულს ძვირადღირებულ საჩუქარში, იყიდის იმას, რაც მომავალ ოჯახს სჭირდება.

კირჩხიბი – თავქარიანები არიან. გადაგყვებიან ზედ, მოგივლიან, გიპატრონებენ და ისიც არ დაეზარებათ, საჭმელი საწოლში მოგართვან ან ყოველ დილას სახლთან ცხელი ყავის ჭიქით დაგხვდნენ.

ლომი – მათი უპირატესობა ხშირად ბევრი ფული ან მოქარგული ენაა. გპირდებიან ყველაფერს და გარწმუნებენ, რომ შენ გამო მთებს გადადგამენ, თუმცა ლომი მამაკაცები საყვარლების ყოლაზეც არ ამბობენ უარს.

ქალწული – მეოჯახეები და ერთგულები არიან. ამიტომ ისინი ძირითადად კარიერისტ ქალებს მოსწონთ. მათ კი, ვისაც ცხოვრებით ტკბობა სიამოვნებთ, ქალწულებთან ადვილად იწყენენ.

სასწორი – დაპირებები ძალიან უყვართ, მაგრამ იმდენად მერყევები არიან, რომ ხშირად არ ასრულებენ და შემდეგ შეცდომების გამოსწორების მთელი სერია იწყება. თუ გიყვართ და გიღირთ, აიტანეთ.

მორიელი – ეჭვიანობენ ყველასა და ყველაფერზე, რაც ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ დიდი სიყვარულის გამოხატულებაა. თუმცა როდესაც უღელში შეებმებიან, ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

მშვილდოსანი – თვალი ყოველთვის სხვისკენ გაურბით. ფლირტაობენ, თავბრუდამხვევად მიმზიდველები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გიღალატებენ. მათი მთავარი იარაღი განსაკუთრებული იუმორია.

თხის რქა – ზომიერები არიან, რაც ქალების დიდ ნაწილს ხიბლავს. არასოდეს მოგაბეზრებენ თავს ზედმეტი ყურადღებით. მათთან თავს უბრალოდ კომფორტულად იგრძნობთ.

მერწყული – მათთვის მთავარი მეგობრები და მათთან გატარებული საღამოებია, ამიტომ თუ ამ ურთიერთობაში არ ჩაერევით, იდეალური მამაკაცი გეყოლებათ გვერდში. მფლანგველები არიან და გადაგყვებიან ბოლომდე.

თევზები – უამრავ რამეს დაგპირდებიან, მაგრამ იქიდან არაფერს აასრულებენ. როდესაც ფაქტის წინაშე დადგებით და დანაპირებს შეახსენებთ, მაშინვე უკან იხევენ და გეხვეწებიან, რომ ისეთი მიიღოთ როგორიც არის.

წყარო: http://galanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები