როგორი სექსი აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს – გადაამოწმეთ მომავალი პარტნიორი

თხის რქა

თხის რქა – მისიონერული პოზის ნიშანია. ისინი ლოიალურები, სანდო, მაგრამ მოსაწყენი საყვარლები არიან. შემოქმედებას მათგან არ უნდა ელოდოთ. მეორე მხრივ, თხის რქა ყოველთვის მზადაა, დაწყებული საქმე ორგაზმამდე მიიყვანოს.

მერწყული

მერწყული – გამომგონებელი და მზვერავია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი იგი მოგთხოვთ პოზას, რომელზეც მხოლოდ “კამასუტრაში” თუ გაიგებთ. მერწყულის ფეტიში – სიახლეა, იგი მუდმივად მზად არის ექსპერიმენტებისთვის. პარტნიორს პერიოდულად უწევს მისი შეკავება – თუნდაც უსაფრთხოების მიზნით.

თევზები

თევზები – ემოციური და კარგად აღზრდილი ადამიანები არიან. მათთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება რთულია: თუ მათ იციან, რომელ პოზაში გაუადვილდებათ ორგაზმის მიღება, მას არ შეცვლიან.

ვერძი

ვერძები იმპულსურები არიან და მუდმივად ეძებენ თავგადასავლებს. საწოლში საკმაოდ აგრესიულები და აქტიურები არიან. საყვარელი პოზა – მამაკაცი უკნიდან. ვერძებს უყვართ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, სექსით დაკავების იდეას ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან.

კურო

კურო ზარმაცია, ამიტომ მას პარტნიორის ქვეშ უყვარს ყოფნა. ასევე მოსწონთ, როდესაც “სჯიან”. იგი ელოდება, რომ პარტნიორი მოიფიქრებს რაიმე ახალს, თავად კი მორჩილად შეასრულებს მოცემულ როლს.

ტყუპები

ტყუპები – ენერგიული და შემოქმედებითი ნიშანია. ორალური სექსისთვის – შესანიშნავი პარტნიორები. ისინი ცნობისმოყვარეები და სპონტანურები არიან, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სტრიპტიზ-ბარებს და შემდეგ სახლში ცდილობენ ილეთების გამეორებას.

კირჩხიბი

კირჩხიბი ნაზი და ემოციურია. მას უყვარს, როდესაც პარტნიორი კარგად გრძნობს თავს. საყვარელი პოზა – როდესაც პარტნიორი გვერდზე სწევს, ეხვევა და თვალებში უყურებს. სექსის შემდეგ უყვართ ჩახუტებული წოლა მთელი ღამე.

ლომი

ლომს ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ამიტომ ირჩევენ პოზიციებს, სადაც საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოავლენენ. სექსის დროს ხმამაღლა ყვირიან. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პორნოფილმში.

ქალწული

ქალწული პრაქტიკულია და უყვარს სიზუსტე. ასევე, არის პერფექციონისტი. ასე რომ, თუკი პირველ ჯერზე ვერ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება, მეორედ არ დაეზარება ნიჭის გამოვლენა და საქმის ბოლომდე მიყვანა.

სასწორი

ქალი სასწორი – სექსუალური ევოლუციის მწვერვალია. ის მუდმივად მზადაა კომპრომისებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვის. იგი სტუმართმოყვარე და დიპლომატიურია. მამაკაცი, სამწუხაროდ, ხშირად ზედაპირულია. იგი, ლომის მსგავსად, მუდმივ ყურადღებას ითხოვს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლოგინში თავი კარგად იგრძნოთ.

მორიელი

ყურადღებიანი მორიელი ყოველთვის გამოარჩევს ორგაზმს იმიტაციისგან. ამიტომაც ნუ ეცდებით მის გაბრიყვებას. მორიელი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ერთადერთი ხერხი, მიიღოთ მორიელთან სიამოვნება, სექსუალური სათამაშოების გამოყენებაა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი – აქტიური მასტურბატორების ნიშანია. ეს მათი სისუსტეც და სიძლიერეცაა: ერთი მხრივ, ის დამოუკიდებელია და შეუძლია ერთგულება შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი – სექსით ისე კავდება, თითქოს ამით მხოლოდ თქვენზე ზრუნავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები