როგორი საფულე “იზიდავს” ფულს – რვა ოქროს რჩევა ბარაქისთვის

შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად სიღარიბის მიზეზებს ხშირად არასწორად შერჩეული საფულე განაპირობებს. როგორც ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია. ფერი, ფორმა, მასალა და სხვა ნიუანსები რომლის მიხედვითაც საფულეს არჩევთ განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი… ასე რომ დადგა დრო ძველი საფულე ახლით ჩაანაცვლოთ და მოემზადოთ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად!

1. ფერის შერჩევა – ე.წ. “სიმდიდრის ფერები”
ფენ-შუის მიხედვით არსებობს ტონალობები, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს იზიდავს. ესენია: ყვითელი და ყვითლის ყველა ელფერი, შავი, ყავისფერი, ზოგადად მიწის და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნაკლებად შეაჩერეთ არჩევანი შემდეგ ტონალობებზე: წყლის ფერი (ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი), წითელი ან ნარინჯისფერი. ამგვარი საფულიდან ფული მომენტალურად “ქრება”.

2. ფორმა
საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებათ. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ე.ი. ამგავრ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი!
აუცილებელია ცალ-ცალკე გქონდეთ ხურდის და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება.

3. მასალა და ფაქტურა.
სასურველია საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, იმიტომ რომ მათი ხელოვნურობა სამომავლოდ ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემ შემოთავაზებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში.

4. დიაზაინი
რა საქმიანობითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, “არასერიოზული” საფულე ვერ მოიტანს თქვენთან დიდ ფინანსებს, ამიტომ მოგიწევთ როგორც პატარაობაში, “წვრილი ფულით” დაკმაყოფილდეთ.

5. რა უნდა ვატაროთ საფულით ფულთან ერთად..
არსებობს ე.წ, “ფულის მომზიდველი” ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი ამულეტის ყიდვა ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, გამზადებული სახით, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ იგი და საფულით ატაროთ მუდამ, ფულთან ერთად.
კიდევ ერთი სასარგებლო ამულეტია საფულის ჯიბეში ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს გააჩნიათ უნარი საკმაოდ სოლიდური თანხა მოიზიდონ თქვენკენ.
ასევე კარგია თუკი საფულით ატარებთ სიმბოლურად ერთ დოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ თანამოძმეები აქტიურად მოიზიდოს.

6. როგორი უნდა იყოს ფულის განლაგება საფულეში
ფული საფულეში იერარქიული პრინციპით უნდა განლაგდეს. ჯერ მსხვილი, შემდგომში კი წვრილი კუპიურები.
არასოდეს ამოასუფთავოთ პირწმინდად საფულე! დატოვეთ თუნდაც ხურდა ფული მასში.
სასურველია, საფულით ატაროთ ე.წ. “ბედნიერი მონეტა” – პირველი ხელფასიდან, საუკეთესო მეგობრის მიერ ნაჩუქარი ან წარმატებული საქმიანობიდან შემორჩენილი კუპიურა ან ხურდა ფული.
გახსოვდეთ, ლატარიაში ან აზარტულ თამაშებში მოგებული, ნაპოვნი ან არცთუ პატიოსანი გზით ნაშოვნი ფული რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი თანხა, თქვენს სამომავლო შემოსავალსაც “დაავადებს” და ვერასოდეს გამოისწორებთ ფინანსურ მდგომარეობას.
ფული უნდა გიყვარდეთ და მათ პატივისცემით ეპყრობოდეთ. ამიტომ ნებისმიერი კუპიურა კარგად უნდა გაასწოროთ საფულეში მოთავსების წინ. დაჭმუჭნულ-ჩაკუჭულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს.
აუცილებლად გაათავისუფლეთ საფულე სხვადასხვა ტიპის ხარახურისგან – ფული არ მოდის იმ საფულეში, რომელიც სავსეა ძველი ქვითრებით, ქაღალდზე მიწერილი ტელეფონის ნომრებით და სხვა ტიპის უსარგებლო რამე-რუმეებით.

7. რა არ უნდა ვატაროთ საფულით
აუცილებლად გადაეჩვიეთ საფულით ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების სურათების ტარებას! ჯერ ერთი, ეს ფინანსურ ნაკადს ბლოკავს თქვენკენ, მეორეც თავად ფულის ენერგეტიკა იმოქმედებს იმ ადამიანებზე ვის ფოტოებსაც ატარებთ. რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ენერგეტიკული ბალანსის დარღვევის მაგალითზე შეიძლება გამოვლინდეს.

8. როდის უნდა შევცვალოთ საფულე
თუკი საფულემ ე.წ. “პეწი” დაკარგა, გაიხა, გაუფუჭდა ელვა-შესაკრავი, გაჩნდა ნახვრეტი რომელიმე ჯიბეში – ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მალე შესაძლოა თქვენი მატერიალური შემოსავალი განახევრდეს. გახსოვდეთ, ხარვეზებში ფული მიედინება უმისამართოდ და თან მიაქვს თქვენი ბარაქა!
აუცილებლად შეიძინეთ ახალი საფულე, ხოლო ძველს დაუნანებლად გადაუძახეთ სანაგვე ყუთში. მისი შენახვა თუნდაც სასიამოვნო რელიქვიის სახით (ვთქვათ იგი ახლო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ) კატეგორიულად იკრძალება!

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები