ეგვიპტეში, ქალაქ ელკაბთან, გასულ წელს არქეოლოგებმა კლდეზე დიდ დაფას მიაკვლიეს, ამოკვეთილ იეროგლიფებსაც “ბილბორდის წარწერა” უწოდეს.
სიმბოლოების სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალისტების შეფასებით, “სარეკლამო ბილბორდი” 5200 წელზე მეისაა.
ერთ-ერთი იეროგლიფი სარზე წამოცმული ხარის თავია – ეს სიმბოლო სხვა ეგვიპტურ წარწერებშიც გვხვდება. ექსპედიციის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დარნელი განმარტავს, რომ იგი ეგვიპტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპზე სამეფო ძალაუფლებას აღნიშნავდა.
სარზე წამოცმული ხარის თავი, ისევე როგორც სხვა იეროგლიფები, დაფაზე შორიდან კარგად ჩანს და მათ ქალაქში მიმავალი მგზავრები მკაფიოდ ხედავდნენ.
ექსპედიციამ, რომელსაც ჯონ დარნელი ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობდა, სხვა ნახატებიც აღმოაჩინა, მათ შორის, სპილოების გამოსახულებით. ერთ-ერთი სპილოს მუცელში პატარა სპილოა ჩახატული – სავარაუდოდ, ძველი ეგვიპტელი მხატვარი მაკე სპილოს ამგვარად გამოსახავდა. ნახატები ძვ. წ. 4000-3500 წლებშია შექმნილი.
წყარო:https://imedinews.ge