როგორი იყო ძველი თბილისი -ფოტოკოლაჟი

თარიღი უცნობია, მაგრამ რადგან თბილისის ზოოპარკი 30-იან წლებშია დაარსებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის ეს ფოტოც ამ წლების შემდეგ არის გადაღებული.
ესაა ხედი ზოოპარკიდან გმირთა მოედანზე, რომელიც გაჰყურებს დღევანდელ კოსტავას ქუჩას და ასბინიან საცხოვრებელ სახლს გმირთა მოედანზე
წყარო – ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი

 

10672255_295359830668382_2800159164676000056_n

 

ყოფილ მეიდანზე ვაჭრებს მოხლოდ 12:00 საათის შემდეგ შეეძლოთ ვაჭრობა, მანამდე თბილისის კარები იღებოდა გლეხებისთვის, რომელთაც შემოჰქონდათ გასაყიდი პროდუქტი
გასაყიდი ნივთების გადასაადგილებელ ტრანსპორტად გამოიყენებოდა აქლემი

10659381_296430550561310_3586507205818314461_n

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მანანა ორბელიანისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონები იყო ცნობილი, სადაც პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწენი იკრიბებოდნენ.

დღეს, 2 საუკუნის შემდეგ სალონები ჩაანაცვლა ლიტერატურულმა (არა მხოლოდ) კაფეებმა, ბარებმა, კლუბებმა და სხვა თავშეყრის ადგილმა

10570454_297902250414140_6514404283885835815_n

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სალონი ცარსკოე სელოში

1796598_299206536950378_7017886515782497694_n

სასულიერო სემინარია

შენობა, რომელშიც სემინარია იყო განთავსებული 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერო სემინარია განათავსა.

1905 წლამდე სემინარია ამ შენობაში მდებარეობდა შემდეგ სემინარია გადაიტანეს ვაკეში (დღევანდელი მე-9 საავადმყოფო). მიუხედავად ამისა, 1917 წლის რევოლუციამდე პუშკინის 4 ნომერში მდებარე შენობა რუსული სასულიერო უწყების განკარგულებაში რჩებოდა.

1921 წელს ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც იქ ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა.

63726_302475449956820_518583919621430910_n

თოფ-იარაღის სახელოსნო. ფოტო 1896 – 1897 წლები

1622732_302475453290153_8445256473016398192_n

მეთუნუქის სახელოსნო – დუქანი. ფოტო 1900-იანი წლების

1497693_302475456623486_592205279937625206_n

ფაფახების (ქუდების, ბუხრის ქუდების) დუქანი – სახელოსნო. ფოტო 1896 -1897 წლები

10574350_304799646391067_8608955242380118135_n

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი -ჭავჭავაძისა

10339781_304799649724400_8401550371821453877_n

ემანუილ აფხაიძე, აკაკი ხორავა და რამაზ ჩხიკვაძე

11015064_339888959548802_2237613019865119082_n

თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა „ივერია“ გამოდიოდა …

10952233_343195889218109_6517136262781050177_n

ხელმოწერა დახვრეტაზე (სტალინი) – 1937 წელი

11117_344089659128732_958847332183758251_n

ზაქარია და ივანე ფალიაშვილების ფოტო.

გადაღების ადგილი და ზუსტი თარიღი უცნობია. ფოტოს ავტორი დიმიტრი ერმაკოვია.
ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი (1925), ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი;
ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილი – ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1924)

 

10433947_346742328863465_7452148437964767293_n

ერთ-ერთი პირველი ველომოყვარულები ზუგდიდში. ოქრომჭედელი ნესტორ ცანავა ოჯახის წევრებთან ერთად და… ლეკვი,
ალექსანდრე ცანავას სურათებიდან

წყარო; ციფრული ფოტომატიანე

11073564_346789538858744_9008284930125023016_n

საუკუნის ფოტოთაგანი: ექიმი მერი ნაკანი პაციენტთან მიიჩქარის, კადრი ავტობუსიდან
პროექტი ,,ციფრული ფოტომატიანე

11076259_347228722148159_6121441947436250587_n

ესეც თბილისია…

10929136_350801365124228_4845832592509623993_n

ფერადი თბილისი

10341407_352378958299802_520539846661140463_n

სერიიდან ,,ფერადი თბილისი”

1907486_378792798991751_4149682063022011864_n

1921 წელი, თებერვალი
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის თხოვნით, შალვა ქარუმიძის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ, თბილისში, საწყობების დასაცავად ჩამოყვანილი ხევსურები და მოხევეები

 

კომენტარები

სხვა სიახლეები