როგორი იქნება თბილისის მერისთვის 2018 წელი – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თბილსის ახლადარჩეულ მერს, კახა კალაძეს წარმატებულ წელს უწინასწარმეტყველებს. როგორც ცაგარელმა აღნიშნა, ძაღლის წელი ახალ მერს ქალაქისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება.
„კალაძე თევზების ზოდიაქოა, რომლისთვისაც საუკეთესო წელიწადია 2018. ძალიან კარგად იგრძნობს თავს ახალ ამპლუაში. არა მარტო ის, არამედ მისი წანამორბედიც ძალიან წარმატებეული იყო. ჯერ ერთი, კალაძის ნიშნისთვისაც კარგი წელიწადია, ამას ემატება ის, რომ კოსმოსი გვაძლევს უფრო პრაგმატული და აზრიანი მოქმედებების უნარს, ამიტომ მისი ქმედებები თბილისში იქნება უკეთესი, ვიდრე მისი წანამორბედის“, – განაცხადა ცაგარელმა.
ცნობილი ასტროლოგი ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ასტროლოგიურ მოვლენებს უკავშირებს. როგორც ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა, ეს ცვლილებები ასე არ დასრულდება და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმეს მომსწრე იქნება საზოგადოება.
„მაშინ როდესაც ლილიტმა, რომელსაც მაცდუნებელი ენერგია აქვს, ზუსტად რამდენიმე დღის წინ გადაინაცვლა ერთი პოლიტიკური ნიშნიდან – მშვილდოსნიდან მეორე პოლიტიკურ ნიშანში, ანუ თხის რქაში, სწორედ ამ მოვლენამ მოახდინა ის სერიოზული ძვრები და ეს ასე არ დასრულდება წლის ბოლომდე“,-განაცხადა ცაგარელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები