როგორი იქნება დეკემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის

    მიმდინარე წლის მიწურულს, როცა სრულიად საქართველო და მსოფლიო აქტიურად იწყებს საახალწლო სამზადისსა და ფუსფუსს, ზოდიაქოს სამი კონკრეტული ნიშნისთვის ერთობ საინტერესო პერიოდი დგება რომლის შესახებაც აუცილებელია რომ იყო მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებული. საქმე ეხებათ მორიელებს, მერწყულებს და თხის რქებს. ამ ადამიანებისთვის დეკემბრიდან გარკვეული ცვლილელების პერიოდი მოდის. შესაბამისად მოდით ცოტა უფრო დეტალურად გაგაცნობთ საქმის არსს:
ბევრი მორიელის ცხოვრებაში

დეკემბრის თვიდან ე.წ „ ამოსუნთქვის“ პერიოდი დგება. პლანეტა სატურნი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ფლობდა ზოდიაქოს ამ ნიშნის „მართვის პულტსა“ და სადავეებს, მორიელთა დიდ ნაწილს აიძულებდა არაერთ სირთულეს გამკლავებოდნენ. ეს ეხებოდა ძირითადად სხვადასხვა სახის შეზღუდვებს (ფინანსურს, კარიერულს, პირადს). ჰოდა, ძვირფასო მორიელებო სწორედ დეკემბრიდან იცვლის ზემოთხსენებული სატურნი პოზიციას და ამჯერად თქვენ მეზობელ ნიშანს – მშვილდოსანს ჩაუდგება „ჯიბრში“. ეს რა თქმა უდნა ხუმრობით. ისე კი სატურნის ციკლი ყოველთვის ცუდი როდია, მისი წყალობით ბევრი მორიელი შესძლებდა განვლილი ორი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღებას – როგორც ამბობენ „რაც არ გვკლავს, ის ყოველივე უფრო ძლიერსა და ამტანს გვხდის“.
თხის რქებს დეკემებრის თვე
გულის ძგერის და პულსის მომატების პერსპექტივებს მოუტანს. პრინციპში მგონი დადგა დრო ძვირფასო თხის რქებო, მთელი წლის ნაშრომ-ნაჯაფზე თავს წლის ბოლოს მაინც მისცეთ ცოტაოდენი განტვირთვისა და რომანტიკის უფლება. ამის საშუალებას კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, პლანეტა ვენერას ამ ნიშანში „გადაბარგება“ მისცემს. ამას გარდა, ვენერას მსგავსი პოზიცია თხის რქას სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციების წარმატებით განხორციელების შანსებსაც ჰპირდება. შესაბამისად თხის რქათა იმ კატეგორიას, რომელსაც უკვე ნაპოვნი ჰყავს საკუთარი, ჭეშმარიტი მეორე ნახევარი ეძლევა შესაძლებლობა ახალ წელს ახალი ბინით, ახალი რემონტით ან სულაც ახალი ავტომობილით ხელდამშვენებული შეხვდეს.
და ბოლოს მერწყულის ზოდიაქოს
წარმომადგენლებზეც უნდა ითქვას რამოდენიმე სიტყვა – იმიტომ რომ დეკემბრის თვე ამ ადამიანებსაც მისცემს შანსს, გარკვეული აქტივობა და რიტმი შეიტანონ საკუთარ ცხოვრებაში. პლანეტა მარსი, რომელიც სულ მალე დაიკავებს ზემოთხსენებულ მერწყულის ნიშანს, ურანით მართულ ინდივიდებს საშუალებას მისცემს სამომავლოდ ერთობ ორიგინალურ, თამამ და რაც მთავარია მასშტაბურ, ინოვაციურ პროექტებს ჩაუყარონ საფუძველი. მარსის ეს მდებარეობა, მერწყულების დიდი ნაწილისთვის შესაძლოა ახალი სამსაუხრეობრივი საქმიანობის, გრანდიოზული გეგმების დასახვის ხანად იქცეს. მთავარია თავად ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს არ დარიოთ ხელი, ჩვეულმა ნაკლმა – ყველა საქმე შუაგზაზე მიატოვონ და რაიმე ახალი ქიმერის დევნით გაერთონ. ამიტომ თუკი მერწყული თანამმართელი პლანეტა სატურნის და მომიჯნავე ნიშნის – თხის რქისთვის დამახასიათებელ მიზანსწრაფულობას და პრინცილუობას გამოავლენს, დეკემბერმა შესაძლოა იგი არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით დააჯილდოვოს.

წყარო : http://www.astrologi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები