დედა-ვერძი
საკუთარ თავსა და მთელ თავის ცხოვრებას ოჯახსა და შვილებს უძღვნის, ყველაფერს მხოლოდ მათთვის აკეთებს. ეძებს ახალ იდეებს, კითხულობს უამრავ წიგნს იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო შვილები გაზარდოს. დედა-ვერძი უარყოფს პედიატრების რჩევებს, ის ხომ იდეალური დედაა და უკეთ იცის, რა სჭირდებათ მის შვილებს!
როცა ბავშვები გაიზრდებიან, დედა-ვერძი სათანადოდ შეამზადებს ახალ სამყაროსთან შესახვედრად, მოუწყობს გრანდიოზულ დაბადების დღეს, რომ მისი შვილი მეგობრებმა კიდევ ერთი კუთხით გაიცნონ. ვერძი თვლის, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო და უნიკალური შვილები ჰყავს.
დედა-კურო
ცხოვრება შვილების გარეშე? წარმოუდგენელია. მისი ცხოვრება მთლიანად შვილებს ეკუთვნის, ისინი – საუკეთესოები არიან და ამის გამო უსაზღვროდ მადლიერია მათი. კურო ცდილობს, სამართლიანი იყოს და აკონტროლოს შვილების პრობლემები და სირთულეები.
დედა-კურო – ყველაზე ალერსიანი დედაა. მას უყვარს შვილების მოფერება, თუმცა არსებობს რისკი, რომ როცა ბავშვები გაიზრდებიან, ისინი შეიბორკებიან დედის გადაჭარბებული მზრუნველობითა და სითბოთი. კუროსთვის აუცილებელია, ხედავდეს საკუთარ შვილებს მოვლილებს, ლამაზებს, სიცოცხლით სავსეებსა და რაც მთავარია, კარგი მადით.
დედა-ტყუპი
დედა 100 000 ვოლტით! ის საკუთარ შვილებს ასწავლის, როგორ გახდნენ დამოუკიდებლები სულ პატარა ასაკიდან. მისი სახლი სავსეა წიგნებითა და შემეცნებითი გასართობებით. დედა-ტყუპი ამაყობს შვილების წარმატებებით, მათი კარგი შეფასებებით და პატარ-პატარა მიღწევებით.
ერთადერთი, რასაც ის შვილებისგან მოითხოვს, დედის სიტყვის გაგებაა. ამიტომაც ხშირად მას შვილებთან მეგობრული ურთიერთობა უფუჭდება.
გადაჭარბებული დემოკრატია – ეს დედა-ტყუპის ბუნების თავისებურებაა, ის ხომ საკუთარი პირმშოს საუკეთესო მეგობარია.
მიუხედავად იმისა, რომ დედა-ტყუპს უყვარს შვილებთან თამაში და მათთან დიდი დროის გატარება, მას ვერაფრით აიძულებთ, გაისეირნოს ბავშვებთან ერთად ველოსიპედით ან გორგოლაჭებით. ეს უკვე მისთვის მეტისმეტია!
დედა-კირჩხიბი
დედა-კირჩხიბი ძალიან ლმობიერია საკუთარი შვილების მიმართ და ყურადღებიანი მათ ყველაზე უმნიშვნელო მოთხოვნილებებშიც კი. თუ მისი პატარა მოწყენილია, კირჩხიბი ყველაფერს გააკეთებს, რომ მის სახეზე ღიმილი დააბრუნოს. საერთოდ მოკრძალებული, ის შეიძლება აფთრად გადაიქცეს, თუ მის შვილს თუნდაც თმის ღერი შეერხევა თავზე.
დედა-კირჩხიბი ძალიან აფასებს სენტიმენტალურ წვრილმანებს. ის აგროვებს ფოტოებს, შვილების წარმატების სიგელებს და ინახავს ყველაფერს, რაც მომავალში შვილების პატარაობას მოაგონებს.
დედა-ლომი
მისი შვილები ყველაზე, ყველაზე, ყველაზე კარგები უნდა იყვნენ. გულუხვმა ლომმა იცის, როგორ გამიჯნოს ოჯახი საზოგადოებისგან.
დედა-ლომისთვის მთავარი ამქვეყნად ერთადერთი რამ არის – ჰყავდეს ბედნიერი და წარმატებული შვილები.
დედა-ქალწული
დედა-აგენტი არ არის, მაგრამ უყვარს, როცა უთვალთვალებს შვილებს, რომ არაფერი გამორჩეს მათი ცხოვრებიდან. შემდეგ ურჩევს და ეხმარება, რომ თავად მოახერხონ პრობლემების გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგიერთი ცივ დედად თვლის, მისმა შვილებმა კარგად იციან, როგორი იუმორი აქვს და რამდენად თბილია მათი დედა.
დედა-სასწორი
ხანდახან სასწორები იღლებიან მძიმე ოჯახური ტვირთისგან, არეულობისა და ხმაურისგან! დედა-სასწორს უყვარს სამართლიანობა და შეიძლება მოთმინებიდანაც გამოვიდეს, თუმცა მისი პატარები უფრო ხშირად დამჯერები არიან და ძალიან უყვართ ძილის წინ დედიკოს წაკითხული ზღაპრების მოსმენა.
მართალია, დედა-სასწორს მსუბუქი ხასიათი არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ყველაზე სამართლიანი დედაა.
დედა-მორიელი
მან ჩვილობის ასაკიდან ყველაფერი იცის საკუთარი შვილის შესახებ. ამ ნიშნის ძლიერი ინტუიცია მის შვილებს ყველანაირ შეცდომასა და დაბრკოლებას აარიდებს თავიდან, მორიელი ხომ ყოველთვის წინასწარ გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის.
დედა-მორიელის სიყვარულს შვილების მიმართ საზღვარი არ აქვს – ეს მისი თავდადებაა, მთელი მისი დრო, ენერგია და გული მხოლოდ შვილებს ეკუთვნის.
დედა-მშვილდოსანი
ის ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე დედაა, ყველაფერი გაწერილი აქვს: ბავშვის დაბანა, ჭამა, თამაშები. ყველაფერი წესების დაცვით აქვს! დედა-მშვილდოსანმა კარგად იცის, რომ რეჟიმში ყოფნა – მნიშვნელოვანი და სასარგებლოა შვილებისთვის.
დედა-მშვილდოსანი – თამაშების, დღესასწაულების, ლაშქრობებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის დიდოსტატია. მან იცის, როგორ მოუწყოს საკუთარ შვილებს თავგადასავლები, თანაც, თანდაყოლილი იუმორის გრძნობის წყალობით, მასთან ერთად ვერასოდეს მოიწყენ.
დედა-თხის რქა
რამდენ სიყვარულსა და რამდენ სინაზეს ფარავს გარეგნული თავდაჭერილობისა და სიცივის ქვეშ დედა-თხის რქა… ეს მკაცრი და მომთხოვნი დედაა, რომელსაც უყვარს წესრიგი.
სამყაროს ცენტრში – მისი შვილია, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. დედა-თხის რქა მთებს გადადგამს იმისათვის, რომ საკუთარი შვილის ოცნებები განახორციელოს, თუნდაც ყველაზე გიჟური და უტოპიური იყოს ისინი.
დედა-მერწყული
ყველაზე დამოუკიდებელი დედა, რომელსაც საკუთარი შვილებისთვისაც თავისუფლება სურს. საკუთარ თავში დარწმუნებული მზად არის ახალ-ახალი თავგადასავლებისთვის. მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ მის შვილებსაც იგივე ავანტიურიზმი, დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი ჰქონდეთ, როგორც თავად მას.
დედა-მერწყული შვილებს სრულ თავისუფლებას აძლევს იმისათვის, რომ ისინი თავად მიხვდნენ, სად გადის დასაშვების ზღვარი. საოცრად თბილი და მხიარული დედა შვილებსაც გადასცემს საკუთარ ემოციურობას იმისათვის, რომ თავისუფლად იცხოვრონ ამ ცივ და ულმობელ სამყაროში.
დედა-თევზები
ის ყველაზე მგრძნობიარე დედაა, რომელიც ცხოვრების მთავარ სიყვარულს – შვილებს თავს სწირავს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი შვილები იყვნენ ბედნიერები და უზრუნველები.
მთავარია – არ გადააჭარბონ მათზე ზრუნვის დროს. ისევე, როგორც დიდებმა, ბავშვებმაც თავად უნდა აგონ პასუხი საკუთარ შეცდომებზე. არ უნდა აუკრძალონ შვილებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მისცენ მეტი თავისუფლება და ირწმუნონ მათი ძალების!