სამხრეთ ევროპული ობსერვატორიის მეცნიერებმა წარმოადგინეს “შავი ხვრელის” მოვლენების ჰორიზონტის პირველი ფოტოები. “შავი ხვრელი” “ირმის ნახტომის” ცენტრში მდებარეობს. ასტრონომებმა იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ტელესკოპების გლობალური ქსელის (Event Horizon Telescope) საშუალებით გაახორციელეს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მკვლევარებმა “შავი ხვრელის” ჩრდილის გამოსახულება მიიღეს – სახიერი გამოსხივების ფონზე არსებული ბნელი სივრცისა, რომელიც მოვლენების ჰორიზონტს შეესაბამება. ეს ობიექტი მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში და დედამიწიდან 26 ათასი მზის წლით არის დაშორებული.
Event Horizon Telescope-ში შედის მთელს მსოფლიოში განლაგებული 8 ობსერვატორია. ასტრონომის, მაიკლ ბრემერის განცხადებით, ყველა ერთად მოქმედებს, როგორც 10 000-კილომეტრიანი ტელესკოპი. ეს სიმძლავრე მეცნიერებს აძლევს საშუალებას, გაზარდონ ფოტოსურათების ხარისხისა და მათი დეტალიზების დონე.
სხვა სიახლეები