გემოვნებაზე არ დავობენ. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სილამაზის კრიტერიუმები იცვლება, ზოგისთვის ხორცსავსე ქალია სექსუალური, ზოგისთვის – პირიქით. შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ქალის სხეულის მოცულობასა და სექსუალურობას შორის კავშირი არსებობს. მეცნიერები, როგორც წესი, ციფრებით ლაპარაკობენ. მოკლედ, მათი გამოთვლით, მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ ქალები, რომელთა სიმაღლე 165 სანტიმეტრი, წონა კი – 65 კილოგრამი გახლავთ. სწორედ ასეთი მონაცემების ქალები ამოირჩიეს უმეტესად ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებმა.
წყარო:http://www.reitingi.ge