როგორია სოფლის მასწავლებლის ერთი დღე – “შევედი საქონლის სადგომში, შევუდექი წველას…”

სკოლის მასწავლებელი, ხათუნა გურჩუმალიძე, სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორი სოფლის სკოლის მასწავლებლის ერთი დღე:

“მოკლედ უნდა დავწერო..
მინდა სოფლის მასწავლებლის ერთი დღე აღვწერო.
ოღონდ გთხოვთ,განებივრებულმა მასწავლებლებმა არ დამიწყოთ რჩევები.!
მოკლედ ვემზადები სკოლისთვის.
იმოდენა სიხარული იყო ვერ აღვწერ. დისტანციური სწავლის შემდეგ, შევიდოდი კლასში,სადაც ჩემი მზეები მელოდებოდა….
მეც როგორც ყველა მასწავლებელი მოვემზადე.რადგან გოგონა სახლში მყავდა თმებიც დავიხვიე.
სახეზე მეგობრის ნაჩუქარი ღამის კრემიც წავისვი და ველოდები დილის გათენებას.
.სოფელი ისე არ არსებობს ძროხა არ გვყავდეს. მეც დილით ადრე 6საათზე ავდექი,თავი კარგად შევუფუთე…და შევედი საქონლის სადგომში შეუდექი წველას.
ჰოდა ძროხის გვერდით ხარი მიბია..ეს ხარი მოულოდნელად დაწვა ..ძროხას შეეშინდა ახტა და ეს მშვენიერი კუდი მთელ სახეზე გადამაფინაა,..
მეც გვარიანად შემეშინდა მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა სამი ძროხა მონდომებით მოვწველე და გავდენე .
ხლა ხბოები უნდა ამეყვანა ერთი ცოტა დიდია და გარეთ გავიყვანე შევტრიალდი და პატარა ხბოს გამოყვანას ვაპირებდი..იქვე იდგა ღორების საჭმელი .წაქი..
ჰოდა ამ ხბომ თითქოს ვედრა არ ენახოს,ფეხი ჩაკრა..ვიფიქრე არიქა არ დამიქციოს თქო ხელი წავაშველე და გულზე გადამესხა…აქაც მოვიწმინდე სახე და მაინც ბედნიერი დღეს მე სკოლაში მივდივარ ხასიათს არ გავიფუჭებთქო..
მიმყავს ხბოები დასაბამად..ოღონდ შემომტოვებელი არ მყავს და ვქაჩავ..ამ ხბომ ატრიალა, ატრიალა თავი და წაიძრო ბაწარი.
ჰოდა ჩემ ვენახს შვიდჯერ შემოვუარე ხბოს დევნაში.დავჭირე და როგორც იქნა დავაბი .გამოვიქეცი და შევარდი აბაზანაში..ისევ ხელახლა მოვიწესრიგე თავი ,მაგრამ ერთი კულალაც კი არ მქონდა თავზე.
საჭმელის დრო სადღა იყო..
გავრბოდი რადგან მზეები მელოდებოდნენ კლასში და მათი გულის სხივები უზომოდ გამათბოდნენ,და მათი უსაფრთხოებისთვის მე ისინი გულში არ ჩამიკრავს.
ეს 15სექტემბერია.პირველი დღე სკოლაში“, – წერს ხათუნა გურჩუმალიძე. 

კომენტარები

სხვა სიახლეები