როგორ გამოიყურება მზე ახლოდან. ახალი ექსკლუზიური ვიდეო-კადრები ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გაავრცელა. მაღალი ხარისხით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რა პროცესები და ბუნებრივი აფეთქებები მიმდინარეობს მზის ზედაპირზე. ციური სხეულის პირველი ვიდეო-კადრების გადაღება, კოსმოსურმა აპარატმა – მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) მოახდინა, რომელიც გალაქტიკაში 2010 წელს გაუშვეს. ვიდეო მნახველებს საშუალებას აძლევს, ახლოდან ადევნონ თვალი, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში მზე და რა პროცესები ვითარდება მასზე.
ვარსკვლავი მზე თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები. მზის დიამეტრი დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია, რაც დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდია. მისი მასა 1.989×1030 კილოგრამია, რაც დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება. ქიმიურად, მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.
მზე 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა.
დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში (ივლისში). ამ საშუალო მანძილზე სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისაღწევად დაახლოებით 8 წუთი და 19 წამი სჭირდება.
https://www.youtube.com/watch?v=VXUlz3EZKFs&feature=youtu.be