როგორია მე-12 სართულიდან გადაგდებული ძაღლის მდგომარეობა – მამაკაცი დაკავებულია

ბორჯომში   მამაკაცის მიერ  მე-12 სართულიდან გადაგდებულ  ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც სოციალურ ქსელში უჩა პირმისაშვილი წერს, ჰასკის ჯიშის ძაღლს მეორე ოპერაციაც ესაჭიროება.
“მეგობრებო, ისევ ბორჯომში, მე-12 სართულიდან გადმოგდებულ ჰასკზე უნდა მოგიყვეთ. მის მდგომარეობას ბევრი მეკითხებით, ამიტომ რაც ვიცი, ყველას ერთად გპასუხობთ.
დღეს ჩაუტარდა ოპერაცია. როგორც იცით, ძაღლი მაკედ იყო, ამიტომ ექიმებმა პირველ ეტაპზე დაღუპული ლეკვები ამოიყვანეს მუცლიდან. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ცუგრიკი ნარკოზშია. უახლოეს დღეებში ისევ უნდა ჩაუტარდეს მეორე ოპერაცია, რადგან ბარძაყის ძვალი აქვს გადატეხილი”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორჯომში,  ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან. გაშველების მიზნით, მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს მამაკაცმა ძაღლი მე -12 სართულის ფანჯრიდან გადააგდო.
მამაკაცი დაკავებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები